რეგისტრირებული ფაქტები88884
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 31 მარტს კირაკოზ ვართანოვი მოჰყვა ავეტიქ სტეფანოვის აგურის ქარხნის მიწის ნანგრევებში და გარდაიცვალა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 მარტს ავეტიქ სტეფანოვის აგურის ქარხნის მიწის ნანგრევებში მოჰყვა პოღოზ ისრაილოვი და დაშავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მარტს ი. დ. ანდრონიკაშვილი სიღნაღის თავადაზნაურთა კრებას დაესწრო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურთა კრებაზე აზ. ი. გომელაურმა სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელი კომისიის თავმჯდომარეს მიმართა, რომ შეძლებულ თავად-აზნაურებს ნაკლებშემოსავლიან პირებთან შედარებით მეტი თანხა უნდა გაეღოთ სკოლისთვის. ამგვარად, შემოსავალიც მეტი იქნებოდა და ყველა თანასწორად შეასრულებდა თავის მოვალეობას.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე აზ. ი. გომელაურმა სკოლის ფონდისთვის თანხის გამანაწილებელი კომისიის თავმჯდომარეს მიმართა, რომ სამართლიანობა თუ არ აინტერესებდათ, კაცთმოყვარეობის პრინციპით მაინც ემოქმედათ და შეძლებულ თავად-აზნაურებს სკოლის ფონდისთვის იმაზე მეტი თანხა გაეღოთ, ვიდრე ნაკლებად შეძლებული თავად-აზნაურები იხდიდნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე აზ. ი. გომელაურმა სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელი კომისიის თავმჯდომარეს მიმართა, რომ მამულები არ ჰქონდა, არც დიდ ქონებას ფლობდა და მაინც შეძლებისდაგვარად ოჯახს არჩენდა. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, მას დააკისრეს სკოლის ფონდისთვის 50 ლარის გადახდა, რასაც აუცილებლად გადაიხდიდა კეთილი საქმისთვის და თუ საჭირო გახდებოდა უკანასკნელ ჩოხასაც კი გაყიდდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მარტს ზაქარია იესეს ძე ანდრონიკაშვილი სიღნაღის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე ი. გ. ვაჩნაძემ განაცხადა, რომ ძველმა წევრებმა მხოლოდ სკოლის შენობის ასაშენებლად 4000 მანეთი გამოყვეს და ახლანდელმა კომისიამ კი გადაწყვიტა 3100 მანეთით მთლიანად გიმნაზია შეენახა. ამგვარი დამოკიდებულება სწავლა-განათლების საქმის მიმართ მაზრისთვის დიდი სირცხვილი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იონა მიხეილის ძე მეუნარგია ევროპიდან სხვა საინტერესო ამბავთან ერთად მხატვარი მიხაი ზიჩისაგან „ვეფხისტყაოსნის“ სურათების შესახებ ნამდვილ ამბავსაც ჩამოიტანდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მარტს ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი და იონა მიხეილის ძე მეუნარგია თბილისში ჩამოდიოდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მარტს ვალერიან ლევანის ძე გუნია და ქართული ხორო არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდნენ.

