რეგისტრირებული ფაქტები91171
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. პ. ფურცელაძე პეტერბურგის საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიის დავალებით კახეთში იმყოფებოდა არქეოლოგიური კვლევებისთვის.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. პ. ფურცელაძე იყო პეტერბურგის საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიის წევრი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აგვისტოს მიხეილ გურეცკის სახლი გაქურდეს და მოიპარეს 86 მანეთის ღირებულების სხვადასხვა ნივთი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 აგვისტოს დილის 4 საათზე დიდზურაბოვის სახლიდან გაიტანეს 210 მანეთი და 70 მანეთის ღირებულების ოქროს საათი. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 აგვისტოს ახუთის სკოლის მასწავლებელმა, დიმიტრი ბერულავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 29 აპრილის გადაწყვეტილების (N31) თანახმად გაგზავნილი 12 მანეთის ღირებულების წიგნები და სასწავლო ნივთები მიიღო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე იყო ქუთაისის კერძო სასწავლებლის მმართველი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე სამხედრო პირი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში კერძო სასწავლებელს ფლობდა ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნიკოლოზის ძე გარსევანოვი მრჩეველი იყო.

