რეგისტრირებული ფაქტები87016
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის აგვისტოში თბილისის მეორე სამკითხველოს შემოსავალი 118 მანეთი და 46 კაპიკი იყო. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის აგვისტოში თბილისის პირველმა სამკითხველომ სექტემბრისთვის 54 მანეთი და 47 კაპიკი შეინახა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა, რომ ეწინააღმდეგებოდა ლავრენტი აგლაძისთვის შემწეობის გაუქმებას. მისი თქმით, აგლაძე გაწეული შრომის სანაცვლოდ ჯილდოს იმსახურებდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თბილისის მე-2 ბიბლიოთეკის გამგეს 15 მანეთი გადაუხადა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მცირე კომისიის მიერ ადგილობრივი განყოფილებისათვის შემუშავებული ინსტრუქცია.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ მაისს მიხეილ ლობჟანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ეკატერინე ბარათაშვილისთვის 30 მანეთი სთხოვა. გამგეობამ უსახსრობის გამო მისი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე გრიგოლის ძე მამრაძის თხოვნა ვერის ბიბლიოთეკის წიგნების ავლაბრის ბიბლიოთეკისთვის გადაცემის შესახებ.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 22 მაისს კ. დ. მესხი რუსეთის მეორე დამზღვევი საზოგადოების ოლქის ინსპექტორი იყო.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის კომისიის დადგენილების თანახმად, დავით ღამბაშიძისთვის უნდა ეთხოვათ, საზოგადოებისთვის გადაეცა „მწყემსის“ ნომრების სრული კრებული.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი იყვნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მცირე კომისიის წევრები.

