რეგისტრირებული ფაქტები81259
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 27 ოქტომბერს მთავრობის დადგენილების აღსრულება დაევალა რაფიელ ივანიცკი-ინგილოს. იგი ევ. გეგეჭკორს სწერს, რომ შესაძლოა იტალიის მთავრობის წარმომადგენელმა მასთან შეხვედრა მოისურვოს, ამ შემთხვევისთვის კი ურიგო არ იქნებოდა შესაფერისი მანდატი ჰქონოდა, როგორც საქართველოს მთავრობის რწმუნებულს. რაფიელ ივანიცკი გეგეჭკორს სთხოვს, რომ ამის თაობაზე საკითხი აღძრას მთავრობაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ნოემბრის განათლების მინისტრის N 69 ბრძანებით, პეტრე ჩერქეზიშვილი თბილისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა რომში გაზეთ „ტრიბუნის“ თანამშრომელთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანია ევროპის პოლიტიკის ხელმძღვანელებთან და ერთა ლიგასთან მოლაპარაკების გამართვა საქართველოს „დე იურედ“ ცნობის შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ნოემბრის განათლების მინისტრის N68 ბრძანებით, თბილისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი პავლე ქარუმიძე ამავე სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ მამა გაბრიელ დავითის ძე ახმეტაშვილი აუწყებს ნათესავებს და მეგობრებს, რომ 8 დეკემბერს, 12 საათზე გადაიხდიან ანასტასია ახმეტელაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ პარასკევა და იოსებ ბოძაშვილები ნათესავებსა და მეგობრებს ატყობინებენ, რომ 12 დეკემბერს ქ. თელავში თამრო ბოძაშვილის პანაშვიდს გადაიხდიან.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ მარიამ ვლადიმერის ას. გედევანიშვილისამ სამხედრო სამინისტროს კულტურა-განათლების სექციას 1920 წლის 16 აგვისტოს მანგლისში ამავე სექციის სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაზე შემოსული 4 225 მან. გადასცა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 3 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ნაოღალევის რაიონის გამომძიებელი ს. მესხი ქუთაისის საოლქო სასამართლოს პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.
1920
ტიპი: განათლება
1920 წლის 3 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პეტროგრადში მცხოვრები ქართველი სტუდენტების: ჩაჩავას, გიორგაძის, ღოღობერიძის, დუმბაძის, მ. ვაჩნაძის, ა. ბაზაძის, გარაყანიძის, ფხაკაძის, სალუქვაძის, გურგენიძის შესახებ ცნობები მიიღო. ყველანი ჯანმრთელად იყვნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 ნოემბრის განათლების მინისტრის N 76 ბრძანებით, გიორგი ახვლედიანი თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებლის დირექტორად დამტკიცდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, მიხეილ ზარგარიანი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ინსპექტორის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის უფროსად სოფო ჩიჯავაძე დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის უფროსად სოფო ივანეს ასული ზურაბოვისა დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებლად მარიამ კონსტანტინეს ასული კალინინისა დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიის უფროსად მარიამ ნიკოლოზის ასული ეფრემოვისა დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის უფროსი ოლღა ბოგდანოვიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, მფრინავი პროკლე თავდორეს ძე კილტავა თავისი ხარჯით დაეკრძალა და ამისთვის 60 000 მანეთი გამოყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის უფროსი ვილჰელმინა ანდრიას ასული სტრუვე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ მთავრობამ დაადგინა, ზურგის უფროსის თანამდებობა გაეუქმებინა, სულაქველიძისა და მისი თანაშემწისთვის კი მადლობა გამოეცხადებინა მუშაობისთვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, ქართულ ტექნიკურ საზოგადოებაში ინჟინერმა ბესარიონ ჭიჭინაძემ წაიკითხა მოხსენება „ახალი სენაკი-ზუგდიდის გზა“. მონაწილეობა მიიღეს და დაწვრილებით განიხილეს ეს პროექტი ინჟინრებმა: ეპიფანე ალშიბაიამ, ვასილ კაკაბაძემ, მ. კრანციმ, ისიდორე სტურუამ, პეტრე მამრაძემ და სხვებმა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის განათლების მინისტრის N 55 ბრძანებით, სამთო ინჟინერი ვახტანგ აპოლონის ძე ივანიცკი თბილისის მიწის მზომელთა ინსპექტორის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში ფოსტა-ტელეგრაფის ყრილობაზე ერთმა მომხსენებელმა გაიხსენა ფოსტა-ტელეგრაფის ყოფილი მინისტრის (1917 წ.), ირაკლი წერეთლის სიტყვები ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთა მნიშვნელობასა და დაფასებაზე. ასევე მან აღნიშნა, რომ იმჟამად წერეთელი პარლამენტის წევრი იყო და სამწუხაროდ, აღარ ახსოვდა ისინი.