რეგისტრირებული ფაქტები90085
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი წერდა, რომ საქართველოში ოდითგანვე აბრეშუმის ჭიის მოვლა დედაკაცების საქმე იყო. მამაკაცებს საოჯახო საქმეები: ხვნა-თესვა, საქონლის მწყემსვა, ნადირობა, მტრის მოსაგერიებლად და სალაშქროდ გასვლა და სხვ. არ აძლევდა დიდი ხნით შინ დარჩენის საშუალებას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არწუნისეულ თეატრში დანიშნული იყო სომხური წარმოდგენა, სადაც ითამაშებდნენ „ჰამლეტს“ და მთავარ როლს ადამიანი შეასრულებდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი წერდა, რომ მას შემდეგ რაც მამაკაცებს ომში სიარული აღარ უწევდათ საშუალება მიეცათ თავიანთ სახლ-კარზე ეზრუნათ, თუმცა რადგანაც ხშირად იბრძოდნენ და სახლიდან მოშორებით იყვნენ, არაფერი გაეგებოდათ საოჯახო საქმეების. ამის გამო, კვლავ ქალს უწევდა ყველა საშინაო საქმის მოგვარება და ეს მათ მოვალეობადაც კი ითვლებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 აპრილს მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი საგანგებოდ გაემგზავრა ბათუმში, საიდანაც იალტაში მიბრძანდებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 აპრილს გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოების სკოლის გახსნის ცერემონიაზე გაიმართა ზეიმი, სადილი, რომელზეც თამადობდა კ. ი. ალშიბაია. ბევრი სადღეგრძელო ითქვა, იმღერეს „ოდელას სიმღერა“ და მხიარულება ცეკვა-თამაშით დასრულდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის გუბერნიის საერო სკოლების დირექტორის ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკის სიტყვას გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას სკოლის გახსნის ცერემონიაზე მასწავლებელი მ. მ. ცაგარეიშვილი თარგმნიდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას სკოლის გახსნის ცერემონიაზე განუცხადა, რომ განათლებული ადამიანი ყოველთვის მოიწყობდა თავის კუთხეს. იმ შემთხვევაშიც კი თუ პატრონი მას ერთ გროშსაც არ დაუტოვებდა, სამშობლოს სიყვარულს ის არასდროს დაივიწყებდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ ძველ დროში გარდაცვლილი ადამიანის ღირებულ დანატოვრად აღიარებდნენ ფულს, ქონებას, რაც თანამედროვე დროში განათლებამ ჩაანაცვლა და გონიერ ადამიანს განათლებული შვილი მიაჩნია ყველაზე ძვირფას დანატოვრად. სწავლული შვილი, ვისაც დარჩა მას მდიდარს უწოდებდნენ, ხოლო უსწავლელი შვილის პატრონს – საწყალს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ უნდა დაეფასებინათ გიორგი და სიმონ ბესარიონის ძე ღოღაბერიძეების, რამდენიმე კეთილშობილი საზოგადოების წევრის თავდაუზოგავი შრომა. მიუხედავად ხელისშემშლელი გარემოებებისა, მათ მაინც მოახერხეს სკოლის გახსნა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ შემთხვევით გაიცნო თბილისში ლევან ბესარიონის ძე ღოღაბერიძე, რომელიც სიცოცხლეში ფიქრობდა თუ როგორ დააახლოვებდა სათავადაზნაურო ბანკი გოჩაჯიხაიშის კეთილშობილ და გლეხ საზოგადოებას, რამდენ სასარგებლო საქმეს გააკეთებდნენ ერთობლივად.

