რეგისტრირებული ფაქტები90085
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 26 აპრილს ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი თბილისის საიმპერატორო სამკურნალო საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 26 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე სტ. ი. გულიშამბაროვის ნაცვლად ახალი წევრის არჩევა განიხილეს. გულიშამბაროვი ტოვებდა საზოგადოებას.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 26 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის ნაცვლად ახალი წევრის არჩევა განიხილეს. წინამძღვრიშვილი ტოვებდა საზოგადოებას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ გურული ნინო ავეტიქის ასულ ტერ-გრიქუროვის სახლის გაქურდვის ბრალდებით დააპატიმრეს.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ გურული შორაპნის მაზრის მცხოვრები იყო.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯანსუღ იოსელიანი ანუსია იოსელიანის მკვლელობისთვის დააპატიმრეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვანეთის მულახის თემში ანუსია იოსელიანი მეზობელ ჯანსუღ იოსელიანს სახლში შეუვარდა, რის გამოც ჯანსუღ იოსელიანმა იგი დანით მოკლა. მათ თავიანთი მამულების საზღვრები ვერ დაადგინეს და დავობდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ერთ-ერთი პეტერბურგული გაზეთი იტყობინებოდა, რომ კავკასიაში ჩაის მოყვანის საქმე წარმატებით მიდიოდა და დ. ამირაღოვი გეგმავდა ზაფხულში ჩაის პლანტაციები გაეშენებინა. მას ჩინეთიდან უნდა გამოეწერა ჩაის ხეები და ჩამოეყვანა მუშები.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 24 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯეიმს ჩემბერი ამერიკის საკონსულოს აგენტად იყო დანიშნული ბათუმში და იქ ცხოვრობდა. მას თბილისისა და ფოთისთვისაც უნდა მიექცია ყურადღება.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბათუმში ჩავიდა ამერიკის საკონსულოს აგენტი ჯეიმს ჩემბერი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 აპრილს ნინო ავეტიქის ასულ ტერ-გრიქუროვის სახლი გაძარცვეს და 2184 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები გაიტანეს. დაზარალებული ბრალს სდებდა მოსამსახურე იოსებ გურულს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა, ილარიონ გამყრელიძემ, საზოგადოების დამხმარე წევრს, მარიამ დემურია-ივანიშვილს საწევრო – 6 მანეთი გადასცა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მანასეინი პეტერბურგელი პროფესორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თარხნიშვილი სახელგანთქმული მეცნიერი, საექიმო და საქირურგო აკადემიის პროფესორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოდესაში მოღვაწეობდა პროფესორი ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი.

