რეგისტრირებული ფაქტები90085
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჩუდნოვსკი პეტერბურგელი პროფესორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგში ი. ვ. გოპაძის დისერტაცია ძალიან მოეწონათ პროფესორ ჩუდნოვსკისა და მანასეინს. დამსწრე საზოგადოებამაც მხურვალე ტაშით დააჯილდოვა გოპაძე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი ახალბედა პროფესორი იყო, თუმცა საქმის ცოდნით ყურადღება მიიქცია ოდესის სამეცნიერო წრეში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პროფესორი პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი ოდესის სამეცნიერო წრეში ცნობილი იყო, როგორც ხელოვანი, ქიმიკოსი და მას საკუთარი ნაშრომებით არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ნიჭი, ცოდნა და სიბეჯითე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოდესაში მოღვაწეობდა პროფესორი პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თარხნიშვილი პეტერბურგში ისეთი სახელგანთქმული და პატივსაცემი მეცნიერი იყო, რომ მის საჯარო ლექციაზე დარბაზი ხალხით ივსებოდა,ადგილი არ რჩებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ემინი 45 წელი პედაგოგიურ ასპარეზზე იღვწოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ გაზეთ „ივერიას“ ემინის ისტორიული და ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ ცნობები მიაწოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოსტოროვსკის გადაწყვეტილებით კავკასიის სახელმწიფო ქონების სამინისტრომ განიზრახა გაეუმჯობესებინა თბილისსა და ელიზავეტპოლის გუბერნიებში მცხოვრები კოლონისტი გერმანელების ეკონომიური მდგომარეობა და ყოფა-ცხოვრება.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოსტოროვსკიმ გადაწყვიტა დაეარსებინათ სახელმწიფო საადგილმამულო ბანკი სახასო გლეხებისთვის და გაეუმჯობესებინა მათი ყოფა-ცხოვრება.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოსტოროვსკიმ გადაწყვიტა ცვლილებები შეეტანა კავკასიის სახელმწიფო ქონების გამგეობაში და გაეზარდა თანამშრომლების რიცხვი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოსტოროვსკი კავკასიის სახელმწიფო ქონების მინისტრი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ოლკოვის მამულში სოხუმიდან სამი ვერსტის დაშორებით მუშებმა ტყეში აღმოაჩინეს არქეოლოგიური ნაშთი ქვითკირის ნაგებობა, რომელიც სიგრძითა და სიგანით ერთი საჟენი იყო, იატაკი და ჭერი ქვითკირის ჰქონდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ოლკოვი აფხაზეთში მამულს ფლობდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ჭავჭავაძის მამულში დაიწყეს მუშაობა, დაბარეს ზვრები და ხელოსნები მამულისთვის სხვადასხვა საჭირო შენობების მშენებლობას შეუდგნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოტომ გამოსცა წიგნის „კავკასიის ომის შესახებ“ მეორე ტომი, რომელშიც მოთხრობილი იყო დაღესტნის მდგომარეობა ერმოლოვის პერიოდში, ალექსანდრე ბატონიშვილის გაქცევა და 1818 წელს კაპიტან ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვის ქალაქ ხივაში წასვლა.

