საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81232

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გორში არსებულ საოსტატო სემინარიაში ქართული ენას არ ასწავლიდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „მართას ავადმყოფობა და ექიმის ნახვა“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის კრიტიკული წერილი „ვიცინოთ თუ ვიტიროთ“, რომელშიც გაკრიტიკებული იყო გორის საოსტატო სემინარიაში ქართული ენის არასწორი სწავლების მეთოდი.

1877

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1877 წლის 1-ელ ან 11 მაისს ქუთაისში დაიბადა ბუდიონ (პოლიკარპე) გურგენის ძე მდივანი, იგივე ბუდუ მდივანი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ლი მაისისთვის ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას ნაღდი ფულის სახით 57 მანეთი და 65 კაპიკი ჰქონდა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ლი მაისისთვის ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას გასესხებული ჰქონდა 561 მანეთი. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ლი მაისისთვის ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წმინდა მოგება 11 მანეთი და 75 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ლი მაისისთვის ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშზე საწევრო თანხა 627 მანეთი და 50 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 19 აპრილს ქართველ ცხენოსანთა ჯარმა ტყვედ აიყვანა 100 თურქი ჯარისკაცი თოფ-იარაღით, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთი ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა, ხუთი კი დაიჭრა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 16, 17 და 18 აპრილს გურიის ცხენოსანთა ჯარი გენერალ ჭავჭავაძის სარდლობით მტრის საძებნელად ყარსის სამხრეთ ნაწილებში წავიდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერების შესახებ, რომლებმაც ერთიანი ძალებით ააშენეს მონასტერი. გარკვეული დროის შემდეგ ეს მონასტერი ბერძენმა ბერებმა დაისაკუთრეს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია დუშეთის მაზრაში არსებული ვითარების შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია თამარის მეფობის დასრულების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. კერძოდ, აღწერილია ოსმალებსა და სამცხე საათაბაგოს მმართველებს შორის დაპირისპირების პერიოდი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „ოჰ ვით გვემტყუნვა“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ქალაქის შემოსავალი 414 085 მანეთი, ხოლო გასავალი 444 548 მანეთი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის გადაწყვეტილებით საზოგადო კრების დაუკითხავად ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას კალიის გასაწყვეტ ღონისძიებებში.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ფინანსთა სამინისტროს დირექტორმა ტელეგრამით აცნობა თბილისის საადგილმამულო ბანკის მმართველობას, რომ მინისტრმა დაამტკიცა ბანკის წესდება და მხოლოდ 68-ე მუხლი დატოვა უცვლელად.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია, თუ როგორ იცავდა ოსმალეთი საქართველოს სპარსეთისა და ბიზანტიის ბატონობისგან და როგორ ცდილობდა ქართველთა სარწმუნოების, განათლებისა და ერთიანობის შენარჩუნებას.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ პირველად ქრისტიანობამ სამცხე-კლარჯეთში მოიკიდა ფეხი, მიუხედავად იმისა, რომ მეფე ადერკის კერპთაყვანისმცემლობის გავრცელება სურდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სპარსეთსა და ბიზანტიას შორის ლაზიკისათვის დაწყებული ომის დროს ოსმალებმა მოახერხეს და საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი მათი მფარველობის ქვეშ მოაქციეს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ როდესაც არაბები საქართველოში შემოვიდნენ და მაჰმადიანობის გავრცელება დაიწყეს, ამ დროს ოსმალები ბაგრატიონების მეთაურობით ქრისტიანობის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. ქართველები საღმრთო წიგნებს თარგმნიდნენ და აარსებდნენ მონასტრებს, რომ ახალგაზრდებისთვის მიეცათ საჭირო განათლება.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 25 მაისს, თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად, ანტონ იაკობის ძე ალექსეევს პროცენტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „იევრია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1014 წელს მეფე ბაგრატ III-ის ხელმძღვანელობითა და ოსმალების დიდი ღვაწლით საქართველო გამთლიანდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 25 აპრილს ქართველი მხედრები კახეთიდან თბილისისკენ დაიძრნენ, სადაც მათ სადილით გაუმასპინძლდა ზაქარია აბელის ძე ანდრონიკაშვილი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 25-26 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებას დაესწრო. კრებაზე 1876 წლის საქმიანობის ანგარიში და ბანკის წესდების ცვლილების პროექტი განიხილეს.