რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება თარიღი კლებადობით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 24 აპრილს კახეთში შეკრებილ მხედრობას სიტყვით მიმართა სასულიერო პირმა, სამსონ კოპაძემ, რომ რუსეთი ებრძოდა საქართველოს მტერს, კერძოდ, ოსმალებს, რომლებიც აღვივებდნენ ღვარძლსა და მტრობას ქართველებს შორის, უსამართლოდ ღვრიდნენ მათ სისხლს და ამიტომ ქართველი ჯარისკაცები ვალდებულები იყვნენ რუსეთის ჯართან ერთად დაპირისპირებოდნენ საერთო მტერს.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1-ლი იანვრისთვის თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის ბალანსი 1 384 574 მანეთი და 98 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე, წევრები: დავით ავალიშვილი, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი და ბუღალტერი ხ. ხაჩატურიანი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ათონის მთიდან დაბრუნდა ქართველი ბერი, ბენედიქტე, რომელმაც თან ჩამოიტანა ეტრატზე ნაწერი წიგნი, ოთხი სახარების შესახებ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 15 აპრილს ოზურგეთიდან მიიღეს შეტყობინება, რომ ივანე ოკლობჟიომ დაიპყრო ოსმალთა ჯარის სადგომი მუხაესტატე, მაგრამ ოსმალები ცეცხლს მაინც არ წყვეტდნენ, ქართველი ჯარისკაცები კი თავდაუზოგავად იბრძოდნენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ რიონის ლაშქრის ერთი ნაწილი გენერალ ალექსანდრე დანიბეგაშვილის (დენიბეკოვის) ხელმძღვანელობით დაუპირისპირდა ოსმალებს. ამ დაპირისპირების შემდეგ, 13 აპრილს გურიის მილიციამ დაიპყო ოსმალთა ბანაკები, რომლის დროსაც დაჭრილა პოდპოლკოვნიკი დიმიტრი მუსხელიშვილი (მუსხელოვი).
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საგარეჯოდან მიიღეს წერილი, რომ სოფელი უხვ მოსავალს ელოდებოდა, რაც მათთვის ძალიან სასიხარულო ფაქტი იყო, მაგრამ არეული ამინდების გამო მოსახლეობა დასნეულებულა და დღეში ორი ადამიანი აკლდებოდა სოფელს. მათივე ცნობით, სოფელში ექიმი არ ჰყავდათ და საჭირო წამლის შოვნაც შეუძლებელი იყო.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ „სასოფლო გაზეთის“ ინფორმაციით ქალაქ თელავში 7000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. იანვარსა და თებერვალში 340 ადამიანი გარდაიცვალა, ადგილობრივი თვითმმართველობა კი არც დაინტერესებულა გარდაცვალების მიზეზი გამოეკვლია.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დაესწრნენ გაბრიელ სუნდუკიანცის „ხათაბალის“ მეორე წარმოდგენას და აღფრთოვანებულები დარჩნენ ვასილ აბაშიძის, ელენე ყიფიანისა და კონსტანტინე ყიფიანის მიერ შესრულებული როლებით.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ინფორმაციით ახალციხეში მილიციის უფროსად ნიკოლოზ იაკინთეს ძე მესხიევის არჩევა სურდათ, მაგრამ შემდგომში მისი სხვა უფრო მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა გადაუწყვეტიათ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგი მოსავალი ჰქონდა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კალიის არსებობა იყო, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა მოსავალისათვის. ამიტომ თბილისის მაზრის უფროსის თანაშემწე ალ. აფხაზმა მოსახლეობასთან ერთად დაიწყო კალიის წინააღმდეგ სხვადასხვა ხერხით ბრძოლა.