რეგისტრირებული ფაქტები84009
სორტირება თარიღი კლებადობით
1881
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1881 წელს ლუარსაბ ხელაძე სოფ. ძულუხიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ნიკო იოსების ძე ლომოური თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად მიიწვიეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის (შემდგომში ქართული გიმნაზია) ინსპექტორმა ნიკო ლომოურმა დაიბარა და ამ სკოლაში მასწავლებლობა შესთავაზა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი გახდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ნიკო ლომოურმა ალექსი მირიანაშვილს სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლობა შესთავაზა. საპასუხოდ ალექსი მირიანაშვილმა ლომოურს აცნობა, რომ იგი, როგორც სახელმწიფო ხარჯზე აღზრდილი, ვალდებული იყო სახელმწიფო სამსახურში ემსახურა და საჭირო იყო მისი განთავისუფლება ამ სავალდებულო სამსახურისგან საოლქო მზრუნველის წინაშე შუამდგომლობით.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს იაკობ გოგებაშვილი იყო თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგეობის წევრი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ნიკო ლომოურმა სკოლის გამგეობის წევრების იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო ცხვედაძის დახმარებით იშუამდგომლა საოლქო მზრუნველთან ალექსი მირიანაშვილის სავალდებულო სახელმწიფო სამსახურისგან განთავისუფლების თაობაზე.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881-1883 წლებში ალექსი მირიანაშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
ალექსი მირიანაშვილის მტკიცებით 1881-1883 წლებში თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლობის პერიოდი იყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული ეტაპი.
1881
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1881-1886 წლებში გრიგოლ აბაშიძე ქუთაისის გიმნაზიის პანსიონში ცხოვრობდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლიდან ალექსი მირიანაშვილი მუდმივად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან.