რეგისტრირებული ფაქტები85449
სორტირება თარიღი კლებადობით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა დაადგინეს, რომ „ვისრამიანი“ 1200-იანი ტირაჟით გამოეცათ და 2 სხვადასხვა ხარისხის ქაღალდზე დაებეჭდათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა ექიმების: კონსტანტინე ბახუტაშვილის, გრიგოლ მაღალაშვილის, გრიგოლ გაბაშვილისა და გიორგი ტარსაიძის მიერ შედგენილი საჯარო ლექციების თემები და მათი წარმოდგენის განრიგი მოიწონეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 2 დეკემბრის მონაცემების მიხედვით, მასწავლებელ სილიბისტრო გაბიჩვაძის ცნობით, სოფელ სხვავის სკოლის 33 მოსწავლიდან დაახლოებით მეოთხედი ღარიბი იყო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 2 დეკემბრისთვის, მასწავლებელ სილიბისტრო გაბიჩვაძის ცნობით, სოფელ სხვავის სკოლაში 33 მოსწავლე სწავლობდა, ყველა ვაჟი იყო.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელი სილიბისტრო გაბიჩვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილობით მოახსენებს, რომ სოფელ სხვავის სკოლაში იმდენად ღარიბი მოსწავლეები არ იყვნენ, რომ ვერ შეეძინათ დამოუკიდებლად სასწავლო ნივთები, თუკი სკოლაში გასაყიდად იქნებოდა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელი სილიბისტრო გაბიჩვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელ სხვავის სკოლისთვის სთხოვდა შემდეგ სახელმძღვანელო წიგნებს: ჯუღელის „სასწავლო წერის დედანი“, არითმეტიკული კრებულები, ლოცვების სასწავლო წიგნი, ასევე შემდეგ ნივთებს: სახატავი რვეულები, მოძრავი ანბანი ქართული და რუსული ენებისა, სურათები ისტორიის სასწავლებლად და ახალი ქართული წიგნები, რამდენის საშუალებაც იქნებოდა, თუნდაც 72 წელს გამოცემული.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა ივანე გძელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მუხრანის სკოლას სჭირდებოდა შემდეგი ნივთები: 13 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, უმთავრესი ისტორიული მოთხრობების სურათები, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმისა, კავკასიის, ევროპის და რუსეთის რუკები, არშინი, საჟენი და ფარგალი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის პირველ დეკემბერს სოფელ მუხურის სკოლის მასწავლებელმა სამსონ თვალთვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის უფრო მეტად საჭირო იყო შემდეგი წიგნები: „ლოცვები, მცნებები და სიმვოლო სარწმუნოებისა განმარტებით“ (შედგენილი მარიამის სასახლის ეკლესიის დეკანოზ დ. სოკოლოვის მიერ და რუსულიდან ნათარგმნი გ. დიდებულიძისაგან) − 2 ეგზემპლარი, „როდნოე სლოვო“ I ნაწილი − 9, „დედაენა“ − 14, ასევე ნივთები: 9 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებით, 9 ფანქარი, თითოეულ მოსწავლეზე ათ-ათი ფურცელი საწერი ქაღალდი, სულ 90 ფურცელი.