რეგისტრირებული ფაქტები87041
სორტირება თარიღი კლებადობით
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 14 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძის თხოვნა სამოგზაუროდ წასვლასთან დაკავშირებით მისთვის შვებულების მიცემის თაობაზე დააკმაყოფილეს.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 14 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გორის საოსტატო სემინარიადამთავრებული სტიპენდიატებისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხი განიხილეს.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 13 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოების კრების მიმოხილვის დასასრული. კრებას ილია ჭავჭავაძე ესწრებოდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 10 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის მოწვეულ თავადაზნაურთა საზოგადოების საგანგებო კრებაში.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 9 ივნისს დიდი თონეთის სკოლის პირველი განყოფილების გამოცდები ჩაიბარეს ამავე სკოლის მზრუნველმა კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილმა და მასწავლებელმა ბესარიონ ჭილაძემ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიში“ გამოქვეყნებული ნაპოლეონ ამატუნისა და ილია ჭავჭავაძის წერილების სტატია „საბანკო დავიდარაბა გაზეთების ფურცლებზედ“ დაიბეჭდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების რიგებში 315 წევრი ირიცხებოდა, აქედან 115 – დამფუძნებელი, 11 ადგილი იყო თავისუფალი (წესდებით დამფუძნებელი წევრი 126 უნდა ყოფილიყო), ერთი – საპატიო წევრი (დ. ი. ჩუბინაშვილი, აირჩა 1880 წელს), ნამდვილი – 200, კანდიდატი – 11.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 2 ივნისს ილია ჭავჭავაძემ არტურ ლაისტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძემ საგურამოში უმასპინძლა არტურ ლაისტს, აკაკი წერეთელს, იაკობ გოგებაშვილს, ნიკო ცხვედაძეს, დავით მიქელაძეს და ალექსანდრე ჭყონიას.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის ივნისში ჟურნალ „ივერიის“ მეხუთე-მეექვსე ნომერი ერთ წიგნად გამოვიდა, რომელშიც გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ „ვეფხისტყაოსნიდან“, „ქილილა და დამანადან“ და „გურამიანიდან“ ამოკრეფილი „საანდაზო ლექსები“ და არტურ ლაისტის წერილის „ქართული ლიტერატურა“ თარგმანი, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძე არტურ ლაისტთან ერთად წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გამოცდებს დაესწრო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის პირველ ივნისს ილია ჭავჭავაძემ სხვა ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად არტურ ლაისტს უმასპინძლა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 31 მაისს ილია ჭავჭავაძემ არტურ ლაისტის საპატივცემულო სადილზე, რომელიც პირველ ივნისს გაიმართებოდა რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, გიორგი თუმანიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, პეტრე უმიკაშვილი, ივანე მაჩაბელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვა ქართველი მოღვაწეები მიიპატიჟა.
1884
ტიპი: გარდაცვალება
1884 წლის 25 მაისს სადემეტრეოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ ბესარიონის ძე მიქიაშვილი გარდაიცვალა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 21 მაისს თბილისის გუბერნატორის კანცელარიაში გაიხსნა საიდუმლო საქმე და 1884 წლის 14 ივლისიდან 1885 წლის 9 ივლისამდე ილია ჭავჭავაძეზე პოლიციის ზედამხედველობა დაწესდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 13 მაისის გაზეთ „დროებაში“ თბილისის საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ნაპოლეონ ამატუნის მიერ წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.

