საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81176

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 ივლისს მაქსიმე ბერძნიშვილმა სახალხო განათლების კანცელარიის დირექტორს სთხოვა, მისთვის ერთთვიანი შვებულება მიეცათ, რადგან ფილტვების ანთება ჰქონდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრიდან მაქსიმე ბერძნიშვილი სახალხო განათლების სამინისტროს საპროფესიო და სატექნიკო სასწავლებელთა განყოფილების საქმისმწარმოებლად დაინიშნა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილმა ვარშავის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 19 დაიბეჭდა ექიმი მ. ი. პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (რა ზომები უნდა მივიღოთ პროსტიტუციასთან საბრძოლველად), რომელშიც განხილულია პროსტიტუციის გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის მეთოდები.

1919

ტიპი: თანამდებობა

ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ირაკლი ბერძნიშვილი თელავის მაზრის გადასახადთა ინსპექტორად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა საშუალო სკოლების მთავარგამგეს თხოვნით მიმართა, რომ მისდამი რწმუნებული სასწავლებლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ირაკლი ბერძნიშვილი, მისი თხოვნის თანახმად, 1919 წლის პირველი ნოემბრიდან თანამდებობიდან დაეთხოვათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 აგვისტოს რეალური სასწავლებლის ინსპექტორმა ირაკლი მიხეილის ძე ბერძნიშვილმა განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს თბილისის გუბერნიაში დირექტორის ან ინსპექტორის თანამდებობაზე გადმოყვანა სთხოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ნოემბრიდან ირაკლი ბერძნიშვილი თბილისის რეალური სასწავლებლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრიდან ელენე ბერძნიშვილი სიღნაღის ოთხკლასიანი გიმნაზიის რუსული ენისა და მსოფლიო ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ივლისიდან გიორგი ბეროზაშვილი გორის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის გამგედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 ოქტომბრიდან ვერა ბერნატოვიჩი თბილისის ,,ახალი სკოლის’’ ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1908

ტიპი: განათლება

1908-1916 წლებში შოთა ბერიძე კონსტანტინოპოლში სწავლობდა. რვა კლასის დასრულების შემდეგ სრული წელიწადი იმეცადინა ფილოსოფიასა და სხვა სამეცნიერო საგნებში ევროპის უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. სწავლა დაამთავრა ქართულ, ფრანგულ, ლათინურ და ბერძნულ ენებზე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი ნოემბრიდან შოთა ბერიძე (შეშაბერიძე) ახალქალაქის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ოქტომბერს შოთა ბერიძე სახალხო სკოლების მთავარგამგეს სთხოვდა, ახალქალაქის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის ფრანგული ენის მასწავლებლად დაენიშნათ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი ნოემბრიდან ოლღა გოდერძიშვილი-ბერიძისა ახალქალაქის უმაღლესი დაწყებითი სკოლის ხელსაქმე-ხელგარჯილობის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელს, კარპეზ იოსების ძე ბერიძეს მიენიჭა საშუალო სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლის წოდება. 1919 წლის პირველი სექტემბრიდან კი იმავე თანამდებობაზე დამტკიცდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 152 ბრძანებით ტიუმენევი თბილისის ფონ-ბრენნერის რეალური სასწავლებლის მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 152 ბრძანებით ტახუმოვი თბილისის ფონ-ბრენნერის რეალური სასწავლებლის ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N152 ბრძანებით ა. გ. მამულაშვილი თბილისის ფონ-ბრენერის რეალური სასწავლებლის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 152 ბრძანებით ზიუძიკი თბილისის ფონ-ბრენნერის რეალური სასწავლებლის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 30 ნოემბრის N152 ბრძანებით, ალექსანდრე ფელიქსის ძე პოტემკოვსკი თბილისის ფონ-ბრენერის რეალური სასწავლებლის ანგარიშის, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 30 ნოემბრის N152 ბრძანებით კორნიევსკი თბილისის ფონ-ბრენნერის რეალური სასწავლებლის სუფთა წერის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 30 ნოემბრის N152 ბრძანებით კაჩმერჟევსკისა თბილისის ფონ-ბრენერის რეალური სასწავლებლის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 152 ბრძანებით კ. ე. კაპუსტინი თბილისის ფონ-ბრენნერის რეალური სასწავლებლის მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 30 ნოემბრის N 152 ბრძანებით კ.ი.ერზიკიანცი თბილისის ფონ-ბრენერის რეალური სასწავლებლის სომხური ენის პედაგოგად დაინიშნა.