რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1885
ტიპი: ავტორობა
1885 წლის 2 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ ცირკის მმართველ ტაურეკის ერთი წარმოდგენიდან მისთვის ჩაბარებულ სკოლას 132. 24 მანეთი ერგო და სთხოვა, ეს ფული (აკლდა 40 მანეთი, რომლითაც სკოლისთვის შეშა იყიდა) სექტემბრიდან ყოველ თვე 20 მანეთის დაქვითვით მისი ხელფასიდან აეღოთ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ პირველ სექტემბერს სწავლა 10-მა ქრისტიანმა მოსწავლემ დაიწყო, მაჰმადიანი ბავშვები კი სოფლებიდან არ იყვნენ დაბრუნებულები.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 სექტემბერს კავკასიის სწავლა-განათლების მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი და დროებით ეგზარქოსის შემცვლელი ეპისკოპოსი ალექსანდრე დავითის ძე ოქროპირიძე თბილისის ვაჟთა პროგიმნაზიის აქტს დაესწრნენ.
1885
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1885 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძემ პეტრე უმიკაშვილი საგურამოში მიიპატიჟა.
1885
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1885 წლის პირველ სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ყიფიანისგან სამადლობელი წერილი მიიღო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი სექტემბრის „დროების“ ცნობით, პოლიევქტო კვიცარიძემ საგრამატიკო ტერმინოლოგია შეადგინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი სექტემბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში „თეატრის“ მეორე ნომერი იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 29 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ გაბარაშვილმა და გუგუშვილმა თბილისისა და მცხეთის ფოსტის მძარცველთა მოთავე თორღო მურზაბეგოვი დაიჭირეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ყიფიანს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად არჩევა წერილით მიულოცა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 აგვისტოს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა წერილობით აცნობა მთავარი სამმართველოს კანცელარიას, რომ სასურველი არ იყო გაზეთ „დროების“ გადაცემა ილია ჭავჭავაძისთვის, რადგან მისი რედაქტორობის შემთხვევაში ივანე მაჩაბელი, რომელიც არაკეთილსაიმედოდ იქცეოდა, კვლავ აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა გაზეთის გამოცემაში.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ფელდმანი არწრუნისეულ სცენაზე ჰიპნოზის შესახებ სეანსებს გამართავდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 28 აგვისტოს „დროების“ ცნობით, სმეკალოვი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 აგვისტოს „დროების“ ცნობით, სმეკალოვმა ბათუმში მართლმადიდებლური ეკლესიის ასაშენებლად თანხა შეაგროვა.
1885
ტიპი: მფლობელობა
1885 წლის 28 აგვისტოს „დროების“ ცნობით, დეკანოზი იმნაძე 2 წისქვილის მფლობელი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 აგვისტოს „დროების“ ცნობით, კონსტანტინე მესხის ხელმძღვანელობით წარმოდგენა გაიმართებოდა

