რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წელს ი. ა. მაჭარაძესა და ვ. ა. წოწონავას ბათუმში დონდუკო-კორსაკოვის ქუჩაზე ჰქონდათ ავეჯეულობისა და ჭურჭლეულობის სავაჭრო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ივნისს, 18. 00 სთ-ზე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი, ექიმი ალშიბაია (დროებითი ზავის ძალით 29 მაისს ციხიდან გაათავისუფლეს) დაბრუნდა ბაქოში, ინახულა საგარეო საქმეთა კომისარი ჰუსეინოვი და მან ცნო საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლად. იმ დღიდან მან ყველა ზომას მიმართა საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა თუ პოლონეთის ქვეშევრდომთა სიცოცხლის და ქონების დასაცავად. გაათავისუფლებინა და სამშობლოში გამოგზავნა 80-მდე სამხედრო ტყვე და განჯის რაიონის ოფიცერი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ დები, ოლღა და ეკატერინე ერქომაიშვილები აუწყებენ ნათესავებს, რომ 8 დეკემბერს დაკრძალავდნენ სილოვან ერქომაიშვილს. პანაშვიდი ჩატარდებოა ქაშუეთის ეკლესიაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლ დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საზეიმო ყრილობა საქართველოს დამოუკიდებლობის 6 თვის აღსანიშნავად. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ნ. ჟორდანიამ, ნ. ჩხეიძემ და პარლამენტის სხვა წევრებმა. მათ განაცხადეს, რომ ამ დროის განმავლობაში საქართველოს მთვარობამ შექმნა პოლიტიკური თავისუფლება, დემოკრატია, წესიერი მართვა-გამგეობა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 28 აპრილს, საღამოს 11 სთ-ზე ლაზარევის ქუჩაზე დაჭრეს ა. მიკირტუმოვი. ამის გამო დააპატიმრეს: ა. კიკნაძე, შ. თევდორაძე და მე-9 კომისარიატის მილიციელი გაბედავა. ამ უკანასკნელმა დანაშაული აღიარა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბრის „გაზეთ სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა სტატია ქართული თეატრისა და ხელოვნების შესახებ, რომ უახლოეს ხანებში შეიქმნება ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირი, რომ ქართველი მსახიობები ემზადებიან სპექტაკლებში მონაწილეობისთვის და 6 დეკემბერს დაიდგმება პირველი წარმოდგენა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 27 აპრილს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს ს. დ. მ. პარტიის მუშაკი, საკონტროლო კომისიის, დამფუძნებელი კრების, ფრაქციის პრეზიდიუმისა და თბილისის კომიტეტის წევრი რაფიელ ალექსის ძე ჩიხლაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 ნოემბერს მარქსისტ სტუდენტთა ორგანიზაცია მართავს საღამოს გერმანიის რევოლუციის აღსანიშნავად. მოხსენებას წაიკითხავენ აიოლო და სმირნოვი. ასევე მონაწილეობას მიიღებს სახალხო უნივერსიტეტის გუნდი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წელს თბილისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ დამსახურებული მასწავლებლის, ლევან გედევანიშვილის დასაკრძალად გიმნაზიის სპეციალური თანხიდან გადადო 2 000 მანეთი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ქართულ გიმნაზიასთან არსებული უფასო სასადილოს გამგეობა მადლობას უხდის კახეთის რკინიგზას, რომელმაც სასადილოს 300 მანეთი შესწირა გამგეობის წევრ ნიკოლოზ ყაზბეგის ხსოვნის აღსანიშნავად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ივანე გომართელის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი ძველი ხუროთმოძღვრების ძეგლების დაცვისთვის 2 მილიონი მანეთის გამოყოფის შესახებ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 11 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ფასანაურში გარდაიცვალა აფთიაქის პატრონი ილიკო ლორთქიფანიძე.
1908
ტიპი: თანამდებობა
რაჭის სამაზრო ერობის გამგეობის სოფელ ტოლას მცხოვრები პოლიევკტოს გაგოშიძე 1908 წლის 4 ნოემბრიდან 1919 წლის 11 ნოემბრამდე მასწავლებლად მუშაობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 ოქტომბერს ეკატერინე გაგოშიძემ თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, იგი ითხოვდა სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში დაბრუნდა სასამართლო პალატის პროკურორის მოადგილე ა. კ. ყანჩელი, რომელიც იუსტიციის მინისტრმა ბათუმში სასამართლოს დაწესებულებათა მისაღებად გაგზავნა.