რეგისტრირებული ფაქტები90446
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე კიკნაძე თბილისში ფლობდა თევზის დუქანს.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ოსიფ იურის ძე მისლიკი იყო 59 წლის.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სალომე გაბრიელის ასული ყორღანოვისა იყო ქვრივი. მის მეუღლეს ჰქონდა „კოლეჟსკი სოვეტნიკის“ ჩინი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 25 მარტს ივანე იაგორის ძე ფითოევს სახლიდან მოპარეს 400 მანეთის ღირებულების ოქროს ბეჭედი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტს, გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ, საქართველოს ეგზარქოსის პეტრე ვასილის ძე ლებედევის სახლში გამართულ სადილს მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი ესწრებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ საქართველოს ეგზარქოსის, პეტრე ვასილის ძე ლებედევის სახლში გაიმართა სადილი, რომელზეც მიწვეულები იყვნენ გრიგოლ დადიანის ნათესავები, პატივსაცემი საერო და სასულიერო პირები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევას საქართველოს ეგზარქოსი პეტრე ვასილის ძე ლებედევი დაესწრო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევის წესის შესასრულებლად მოწვეულები იყვნენ ეპისკოპოსები გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე, ბესარიონ დადიანი, ალექსანდრე დავითის ძე ოქროპირიძე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევას სიონის ტაძარში უამრავი ადამიანი დაესწრო. ყველას სურდა უიშვიათეს მოვლენას დასწრებოდა, რადგან ძალიან უხაროდათ თავიანთი საყვარელი მქადაგებლის კურთხევა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანი უმაღლესი ბრძანებით გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსად დაინიშნა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანი სიონის ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხეს.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 24 მარტს სოფელ ახუთის მამასახლისმა ბათა ჯალაღანიამ გლეხების სახელით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ სოფლის გლეხობამ გამართა ყრილობა, რომელსაც თავად თავმჯდომარეობდა და ესწრებოდნენ სოფლის მსაჯულები. ყრილობაზე განიხილეს ახუთის სკოლისთვის ახალი შენობის აშენების საკითხი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მარტს სოფელ ახუთში გამართულ ყრილობას ესწრებოდა 308 კომლი გლეხობა, რომელთა მაგივრად მათივე თხოვნით ხელს აწერს უფლებამოსილი პირი იონა ნაჭყებია.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მარტს ახუთში გამართულ ყრილობას ესწრებოდნენ სოფლის მსაჯულები – ვახთა ჯიქია, კიმოთია მამფორია, ბახუ ჩიტაია, გვატა ჩიტაია, ქუჩუია გაბუნია. ყრილობის ოქმი დამოწმებულია მსაჯულთა ბეჭდებით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მარტს სოფელ ახუთში გაიმართა გლეხების ყრილობა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სოფლის მამასახლისი ბათა ჯალაღანია. ყრილობის ოქმი დამოწმებულია მამასახლისის ბეჭდით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მარტს გრიგოლ კირაკოზოვს ავლაბარში ღამით თავს დაესხა უცნობი მამაკაცი და ვერცხლის ქამარი წაართვა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტს ნიკოლოზ მთავრიშვილმა სოფელ ნაკურალეშის სკოლის მასწავლებელ პეტრე მესხს გაუგზავნა განცხადება N170, რომ 4 მარტის განცხადების საფუძველზე და საზოგადოების 18 მარტის N25 გადაწყვეტილებით მას ეგზავნებოდა 7 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, რომლის მიღებაც უნდა ეცნობებინა კანცელარიისთვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტს პოლიციის მე-3 განყოფილებაში ირმუკაზე პოლიციის თანამშრომლებმა ექიმ ბახუტოვის თანდასწრებით ივანე კიკნაძის თევზის დუქანში აღმოაჩინეს ორ ფუთამდე უვარგისი ხმელი თევზი, რაც მაშინვე გადაყარეს.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 23 მარტს თბილისის პოლიციის მე-6 განყოფილებაში მოულოდნელად გარდაიცვალა სალომე გაბრიელის ასული ყორღანოვისა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტს დავით მერაბის ძე გამყრელიძის (აწყურელის) მიერ გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა და ანდრონიკოვისა.

