საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88285

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 აპრილის „დროების“ მეშვეობით, მარიამ და ლუარსაბ მაღალაშვილებმა საზოგადოებას მათი შვილის, გიორგის გარდაცვალება აცნობეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 7 აპრილის ჟურნალ „თეატრში“ ალექსანდრე ბერიძის მიერ შესრულებული ილია ჭავჭავაძის პორტრეტი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 აპრილის „დროებაში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ნიჟარაძის წერილი სენაკიდან ზუგდიდამდე რკინიგზის გაყვანის საკითხზე.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აპრილის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ პრიბილი სომეხთა მიტროპოლიტის არჩევნებში მთავრობის წარმომადგენლად დანიშნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აპრილის „დროების“ ცნობით, ს. გონჩაროვის თავმჯდომარეობით გამართულ სასამართლოზე განიხილეს საკითხი, რა ზომები მიეღოთ სანიტარული წესების დამრღვევთა წინააღმდეგ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აპრილის „დროების“ ცნობით, ქართულ დრამატული დასს 7 აპრილს აკაკი წერეთლის თხზულება „კუდურ-ხანუმს“ უნდა წარმოედგინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აპრილის „დროების“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ დადიანის ნაჩუქარი ბიბლიოთეკა სამეგრელოდან თბილისში ჩამოიტანეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აპრილის „დროების“ ცნობით, მიხაი ზიჩმა საფრანგეთიდან 12-ის ნაცვლად „ვეფხისტყაოსნის“ 34 ილუსტრაცია გამოგზავნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ივანე ხატისოვმა დამსწრე საზოგადოებას „რუსული შამპანიის“ ღვინო გაასინჯა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე განიხილეს ფ. შიმანოვსკის მოხსენება ამიერკავკასიაში აბრეშუმის გავრცელების შესახებ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 5 აპრილს ილია ჭავჭავაძე ნიკოლოზ დადიანისეული ბიბლიოთეკის გადაბარების შემდეგ თბილისში გაემგზავრა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 5 აპრილის „დროების“ ცნობით, ანტონ ადამეცკი მესტამბე იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 5 აპრილის „დროების“ ცნობით, არქიპო კალანდაძის სტამბა ანტონ ადამეცკიმ შეისყიდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 5 აპრილის „დროებაში“ დაიბეჭდა რომანოზ ძამსაშვილის სტატია „წყალი და ხოლერია“, რომელშიც მეცნიერ ბრუნეტის მეთოდები იყო განხილული.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 4 აპრილის „დროებაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე გარსევანიშვილის სტატია „უსაფუძვლო და წინდაუხედავი წადილი“, რომელიც გორის მაზრაში თვითმმართველობის გაუქმების სურვილს ეხებოდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 4 აპრილის „დროების“ ცნობით, შუმახერი კოლეგიის ასესორი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 4 აპრილის „დროებაში“ დაიბეჭდა ქვრივი ღუდიევისას წერილი, რომლითაც ის შემწეობას ითხოვდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 4 აპრილის „დროების“ ცნობით, ფინანსთა მინისტრმა შუმახერი ბაქოში ახლად გახსნილი ბაზრობის შესახებ ცნობების შესაგროვებლად გაგზავნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 აპრილს ილია ჭავჭავაძე და კომისიის სხვა წევრები ჩავიდნენ სოფელ გორდში და ჩაიბარეს ნიკოლოზ დადიანის ბიბლიოთეკა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 აპრილს გუბერნატორს თბილისის პოლიცმაისტერმა ილია ჭავჭავაძის ქუთაისში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია წერილობით აცნობა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 აპრილის „დროების“ ცნობით, სერაფიმე ყარა-მურზამ სომხური ხმების მომღერალთა გუნდი შეადგინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 აპრილის „დროების“ ცნობით, 20 აპრილს ტიხეევის თავმჯდომარეობით საფილოქსერო კრება გაიმართებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 აპრილს ქართულმა დასმა წარმოადგინა სპექტაკლი „დივერტისმენტი“, რომელშიც მონაწილეობდნენ გ. ალექსეევ-მესხიევი და ელენე ანდრონიკაშვილი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 აპრილს ქართულმა დასმა წარმოადგინა ვოდევილი „აყალ-მაყალი ცოლ-ქმარს შორის“, ალექსანდრე ჭიჭინაძის მიერ გადმოკეთებული.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 აპრილს ქართულმა დასმა წარმოადგინა კომედია „სადავო მფლობელობა“, გადმოკეთებული დავით ერისთავის მიერ.