საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80992

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ლიდია ი. კიკაჩეიშვილმა სამტრედიის ქალ-ვაჟთა გიმნაზიაში სწავლა დაამთავრა და სიმწიფის ატესტატი აიღო.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ეკატერინე პ. ახობაძემ სამტრედიის ქალ-ვაჟთა გიმნაზიაში სწავლა დაამთავრა და სიმწიფის ატესტატი აიღო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვარს ტიციან ტაბიძემ გაზეთ „ბარრიკადში“ გამოაქვეყნა ნაწყვეტი ლექსიდან „ცხენი ანგელოსით“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, პოეზიის აკადემიაში პავლე ინგოროყვამ წაიკითხა მოხსენება „დეკადანსის საზღვართან“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, პოეზიის აკადემიაში ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზიის საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ: გრიგოლ რობაქიძე, პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ქუთაისის პროფესიულ კავშირთა საბჭოსა და გამგეობის გაერთიანებული საგანგებო სხდომა აღფრთოვანებით მიეგება ბათუმისა და მისი ოლქის საქართველოსთან შეერთებას. დოკუმენტს ხელს აწერდა კავშირთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი დომენტის ძე ტუსკია.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ელენე ი. ჯალაღანიამ სამტრედიის ქალ-ვაჟთა გიმნაზიაში სწავლა დაამთავრა და სიმწიფის ატესტატი აიღო.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს მიხეილ ვ. ჩხიკვაძემ სამტრედიის ქალ-ვაჟთა გიმნაზიაში სწავლა დაამთავრა და სიმწიფის ატესტატი აიღო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა პავლე დავითის ძე საყვარელიძის (ფსევდონიმით – ნ. საქარელი) წერილის – „სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წეს-წყობილების“ გაგრძელება, რომელიც იაპონიას ეხებოდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, პოეზიის აკადემიაში ტიციან ტაბიძემ წაიკითხა მოხსენებები: „ლაფორგი“ და „მედეას პრობლემა“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, პაოლო იაშვილმა პოეზიის აკადემიაში წაიკითხა მოხსენება „არტურ რემბო“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, გრიგოლ რობაქიძემ პოეზიის აკადემიაში წაიკითხა მოხსენებები: „პოეტიკა ნოვალისის“, „ჰენრიხ კლეისტ“ და „რიტმის პრობლემა“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ტიციან ტაბიძემ გაზეთ „კომუნისტში“ გამოაქვეყნა წერილი საქართველოს მწერალთა კავშირთან დაარსებული პოეზიის აკადემიის შესახებ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადში“ გროგოლ რობაქიძემ გამოაქვეყნა წერილი „იმპრესიონიზმი (შპენგლერის შეხედულება)“.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 22 ოქტომბრის N51 ბრძანებით იოსებ ანტონის ძე ნოვაკი თბილისის სომხური ლისიციანისეული გიმნაზიის ფიზკულტურის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 22 ოქტომბრის N51 ბრძანებით სოფიო ივანეს ასული სამუელიანი თბილისის სომხური ლისიციანისეული გიმნაზიის უფროსი მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 22 ოქტომბრის N51 ბრძანებით ვართანუშ სერგის ასული ხარმანდარიანი თბილისის სომხური ლისიციანისეული გიმნაზიის საანბანო კლასის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N51 ბრძანებით ბეთლემ ამაზასპოს ასული ტერ-ხაჩატურიანი თბილისის სომხური ლისიციანისეული გიმნაზიის საანბანო კლასის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 22 ოქტომბრის N51 ბრძანებით ფრანც ბრონისლავის ძე რეუტი თბილისის სომხურ ლისიციანისეულ გიმნაზიაში კლასის დამრიგებლის თანაშემწედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 22 ოქტომბრის N51 ბრძანებით ლუცია პეტრეს ასული დანდურიანი თბილისის სომხურ ლისიციანისეულ გიმნაზიაში გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N51 ბრძანებით ვლადიმერ ვასილის ძე პისმენნი თბილისის სომხურ ლისიციანისეულ გიმნაზიაში ფიზიკის პედაგოგად დაინიშნა. 

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით არმენიკ მოვსეს ძე აგარონოვი თბილისის სომხურ ლისიციანისეულ გიმნაზიაში ლათინური და რუსული ენების პედაგოგად დაინიშნა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს შეველიმ რუსულ-სლავიანური საზოგადოების საფერშლო სკოლაში კურსი დაამთავრა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ედელსონმა რუსულ-სლავიანური საზოგადოების საფერშლო სკოლაში კურსი დაამთავრა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს შაფერმა რუსულ-სლავიანური საზოგადოების საფერშლო სკოლაში კურსი დაამთავრა.