რეგისტრირებული ფაქტები88285
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წინადადება თბილისის ბიბლიოთეკებისთვის ჟურნალ-გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ბიბლიოთეკები 6 თვის განმავლობაში მიიღებდნენ: „განათლებას“, „დროებას“, „მომავალს“, „ნაკადულს“, „ჯეჯილსა“ და „საქართველოს მოამბეს“.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია და ოლღა ჭავჭავაძეების მამულების 1909 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილებით ალექსანდრე მდივანს ილია და ოლღა ჭავჭავაძეების მამულების 1909 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშის საბუთების შემოწმება დაევალა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას განცხადება გარდაცვლილი მარიამ ივანეს ასული დემურია-ივანიშვილის ნაცვლად ნაძალადევის ბიბლიოთეკაში სხვა პასუხისმგებელი პირის წარდგენის შესახებ. გადაწყდა, რომ ტერეზა დიმიტრის ასული ხმიადაშვილი გაეგზავნათ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს ივანე გომელაურმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ორი ხელნაწერი გადასცა.
1908
ტიპი: სტატუსი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, პეტრე ქურხული, გედევან ქუთათელაძე, მიხეილ ქიმერიძე, დავით ქადაგიძე, მეთოდე ქათამაძე, დავით ქარუმიძე, ვახტანგ ღამბაშიძე, დავით ღოღობერიძე, ანდრია ღულაძე, კონსტანტინე ყაზახაშვილი – ყოველწლიურად 3 მანეთ საწევრო გადასახადს იხდიდნენ.
1908
ტიპი: სტატუსი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ნესტორ ყუბანეიშვილი, კონსტანტინე ყავრიშვილი, ესტატე შუშანია, ნესტორ შავდია, კონსტანტინე შენგელია, ბესარიონ შანიძე, ვალერიან შალიკაშვილი, ანდრია შუბლაძე, ისაკ ჩეკურიშვილი, ჩიტო ჩხეიძე – ყოველწლიურად 3 მანეთ საწევრო გადასახადს იხდიდნენ.

