რეგისტრირებული ფაქტები85422
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 აპრილს ზუბალაშვილების სახალხო სახლში სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ დადგა მოლიერის ხუთმოქმედებიანი კომედია „ტარტიუფი ანუ მუზმუზელა“ ბარბარე კორინთელის, პიერეტას, ელენე ციმაკურიძის, გრიგოლ ანაშვილის, ნიკოლოზ გოცირიძის, იუზა ზარდალიშვილის, ნინიძის, კოტე ხახანაშვილის და სხვ. მონაწილეობით.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 29 მაისს სახაზინო თეატრში ნინო პლატონის ასული ჩხეიძისა და გიორგი ნიკოლოზის ძე იშხნელის მონაწილეობით ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად „ღალატი“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 30 მაისს ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად სახაზინო თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავმა ალექსანდრე სუმბათაშვილს დაფნის გვირგვინი მიართვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 1-ელ აპრილს დუშეთის სცენისმოყვარეთა წრემ წარმოადგინა „ხანუმა“ ვარ. სიდამონიძის, ს. ბერიშვილის, ნ. კანდელაკის, ვ. მეტრეველის, ს. ნამორაძის, დ. კობიაშვილის, მიხეილ ოსიტაშვილისა და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 აპრილს განჯაში უნდა წარმოედგინათ „ხანუმა“ ვასილ აბაშიძის, ვალერიან გუნიას, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ნიკოლოზ გოცირიძისა და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28 აპრილს სახალხო სახლში თბილისის ქართულ დრამატულ დასს მიხეილ ქორელის რეჟისორობით აკაკი წერეთლის მიერ თარგმნილი ხუთმოქმედებიანი დრამა „ვიდრე ხვალ...“ უნდა წარმოედგინა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის აპრილში ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 აპრილს სახალხო სახლში სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ წარმოადგინა „ახალი ძალა“ ელენე ციმაკურიძის, მიხეილ ჭიაურელის, ი. მინდიაშვილის, ალექსი მეტრეველის, ვ. ნინიძის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 აპრილს ზუბალაშვილების სახალხო სახლში სახალხო წარმოდგენების მმართველ წრეს კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით „მაღაროს უფროსი მუშა“ და „ტარტიუფი ანუ მუზმუზელა“ უნდა წარმოედგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 აპრილს ავლაბრის სახალხო თეატრში წარმოადგინეს „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“ სააკოვისას, კავთელის, იოსებ ჟივიძის, რომანოზ სალაყაიას, მ. სულთანიშვილის, ალექსანდრე თავდგირიძისა და სხვ. მონაწილეობით.