საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88489

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლიდან შიო არაგვისპირელი და მისი უმცროსი ძმა, გიორგი ორი წლის განმავლობაში, რაც თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდნენ, ყოველდღიურად იყოფდნენ ერთ კერძს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლიდან გიორგი დედაბრიშვილი, რომელიც თბილისში თავისი ძმების მსგავსად სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ნათესავებთან ცხოვრობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს შიო არაგვისპირელის დედამ მესამე შვილი გიორგიც თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილი 1885 წელს ოზურგეთში დაიბადა.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი ალექსანდრეს ძე გაგლოევი 1885 წელს გორის მაზრაში დაიბადა.

1885

ტიპი: სახელი

1885 წლიდან ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისში შიო მღვიმელს პატარა შიოს ეძახდნენ, რომ შიო არაგვისპირელისგან განესხვავებინათ.

1885

ტიპი: სახელი

1885 წლიდან ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისში შიო მღვიმელს პატარა შიოს ეძახდნენ, მერე − თეთრ შიოს, მოგვიანებით კი − ძია შიოს.

1885

ტიპი: სახელი

1885 წლიდან შიო მღვიმელს თეთრ შიოს ეძახდნენ, ხოლო შიო არაგვისპირელს კი − შავს.

1885

ტიპი: განათლება

1885 წელს თევდორე კიკვაძე თბილისის სასულიერო სემინარიის მეორე კლასში გადავიდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლიდან თევდორე კიკვაძე გაწევრიანებული იყო მოწაფეთა არალეგალურ წრეში, სადაც ახალგაზრდები ეცნობოდნენ ბოკლის, დობროლიუბოვის, პისარევის, ჩერნიშევსკის, ლავროვისა და შელგუნოვის ნაწარმოებებს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში მოწაფეთა არალეგალური წრის არსებობის შესახებ, სადაც იმ პერიოდში თევდორე კიკვაძეც ირიცხებოდა, სემინარიის ადმინისტრაციამაც იცოდა და უსასტიკეს ზომებს იღებდა ამ შეკრებების შესაჩერებლად.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ვასილ ბარნოვი მეთვალყურედ მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს სტეპანოვი იყო თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი საზოგადოდ არ იყო სასტიკი ადმინისტრატორი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წელს გამოიცა ბრძანება სამეგრელოს სკოლებში ქართული ენის აკრძალვის შესახებ. თადა აშორდიამ დაიწყო რუსულ ანბანზე დაყრდნობით მეგრული დამწერლობის შექმნა.

1885

ტიპი: განათლება

1885 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე აკრძალული წიგნის (შელგუნოვი) კითხვისთვის სემინარიის ბოლო კურსიდან მგლის ბილეთით დაითხოვეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს სემინარიიდან გამოგდებული სილიბისტრო ჯიბლაძე სასწავლებლის კიბეზე რექტორ პავლე ჩუდეცკის შეხვდა, სილა გაარტყა და კიბეზე დააგორა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს დეკანოზი პავლე ჩუდეცკი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე რექტორ პავლე ჩუდეცკიზე თავდასხმის გამო 3 წლით გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნეს.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1885 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე ფეხის ტკივილის გამო თბილისის სასულიერო სემინარიის საავადმყოფოში იწვა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, მოიწონეს კირილე ლორთქიფანიძის შეთავაზება სახელმძღვანელოების ბეჭდვასა და გავრცელებაში დახმარებასთან დაკავშირებით.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძეს სარეცენზიოდ გადასცეს სოფრომ მგალობლიშვილის მიერ გადმოკეთებული წიგნი „შესანიშნავი ბავშვები“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, დაადგინეს, ბათუმის სკოლისთვის ეცნობებინათ, რომ დამატებით საგნად ფრანგულის შესწავლა დაწყებით კლასებში სახელმწიფო გეგმით გათვალისწინებული არ იყო და ვერ დაამტკიცებდნენ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, არ დაკმაყოფილდა ვარლამ გაბიჩვაძის თხოვნა „ქართული წერის დედნის“ გამოსაცემად მისთვის ფულის სესხების თაობაზე.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოიწონეს კირილე ლორთქიფანიძის შეთავაზება სახელმძღვანელოების ბეჭდვასა და გავრცელებაში დახმარებასთან დაკავშირებით.