საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეთა თეატრალურ წრეს წარმოდგენების გამართვაში ეხმარებოდნენ სცენისმოყვარეები: დათა კაპანაძე, ბაბო კაპანაძე, ვარინკა გიორგობიანი, მიშო ვაშაკიძე და სხვ.

1884

ტიპი: ორგანიზაცია

1884 წელს სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეთა შედგენილი თეატრალური წრის წევრები იყვნენ: ვანო ბუზარიაშვილი, იოსებ მეტრეველი, ბაჟბეუქ-მელიქოვი, კოტე დამბროვსკი, ივანე ბერიანიძე და სხვ.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეთა მიერ ჩამოყალიბებული თეატრალური წრის წევრები იყვნენ: გიგო თოიძე, მოსე თოიძე, ვანო ესტატეს ძე მჭედლიშვილი, ეჯუბოვი, ალექსანდრე მერაბიშვილი, ზაქარია ჩოდრიშვილი, ილია ქოჩორაშვილი და სხვ.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წელს მოსე თოიძე დეკორაციებს ხატავდა სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეთა თეატრალური წრის წარმოდგენებისთვის: „ძუნწი“, „კატა აწონა“, „არსენა“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „უჩინმაჩინის ქუდი“ და სხვ.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1917 წლებში მაკარ ეფრემის ძე გაჩეჩილაძე წევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-90 წლებში ერასტი თომას ძე მაჭარაძე ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-93 წლებში ამბაკო დავითის ძე ვეფხვაძე ხორითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1884 წელს დაბადებულ ისტორიკოს გიორგი ბოჭორიძეს დიდი წვლილი მიუძღვის რაჭის ისტორიული ძეგლებისა და ეკლესიების შესწავლის საქმეში.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წელს მოსე ჯანაშვილის „საქართველოს მოკლე ისტორია“ გამოიცა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს თედო სახოკიამ მარტვილის სასულიერო სასწავლებელი დაასრულა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ქუთაისის გიმნაზიაში თედო სახოკია წლოვანების გამო არ მიიღეს.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წელს მოსე ჯანაშვილმა გამოსცა პირველი ქართული სახელმძღვანელო ისტორიის დარგში „საქართველოს მოკლე ისტორია“.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს კავკასიის სტიპენდია დაენიშნა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია გატაცებული იყო კომუნიზმით.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თედო სახოკიას თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თანდათან ძლიერდებოდა სოციალისტური მოძრაობა სასწავლებელში.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია ეცნობოდა რობერტ ოუენის „კოოპერაციას“ და სმაილსის „თვითმოქმედებას“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიას მამა ყოველთვიურად 12 მანეთს უგზავნიდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში ვანო ადამია ოთახებს აქირავებდა თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლეებზე.

1884

ტიპი: მფლობელობა

1884-1885 წლებში ვანო ადამია გასაქირავებელ ნომრებს ფლობდა ძნელაძის ქუჩის დასაწყისში, თითქმის ბარიატინსკის ქუჩის კუთხეში.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია მიხა ცხაკაიასთან ერთად ქირაობდა ბინას ბარაიატინსკის ქუჩის კუთხეში.

1884

ტიპი: განათლება

1884-1885 წლებში მიხა ცხაკაია თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი სწავლის პერიოდში, სემინარიელები ზაქარია ჭიჭინაძისგან თხოულობდნენ აკრძალულ წიგნებს.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1884-1885 წლებში ზაქარია ჭიჭინაძე დედასთან ერთად ცხოვრობდა მთაწმინდაზე.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს გაზეთ „დროების“ რედაქტორი იყო ივანე მაჩაბელი.