საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83072

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ კონსტანტინე კრომიადსა და მის მეგობრებს შეხვდა. კრომიადს იმედი ჰქონდა, რომ ამერიკელები თანამშრომლობის სურვილით ისევ მიმართავდნენ.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის მაისში შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ ირაკლი ბაგრატიონს მსოფლიოს მონარქისტული მოძრაობის კრებაზე დასწრება და ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის სახელით სიტყვით გამოსვლა ურჩია.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის მაისში გერმანიიდან ირაკლი ბაგრატიონმა შალვა მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მსოფლიოს მონარქისტული მოძრაობისთვის მეფეებისა და დინასტიების კრება იყო დაგეგმილი.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის მაისში ესპანეთში მყოფმა ირაკლი ბაგრატიონმა გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ რეზო გაბაშვილისა და გენერალ კვინიტაძის ეროვნულ-პოლიტიკურ ცენტრს დახმარებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს მთავრობის თავმჯდომარის ევ. გეგეჭკორისათვის პირდაპირი ხაზით დაშიფრული სახით გადასაცემად, რომელშიც აღწერს საომარ მდგომარეობას არდაგანში, ყარსსა და ბათუმში. სიტუაციის გამოსასწორებლად მას მიაჩნია საჭიროდ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება, რათა ამოქმედდეს ბრესტის ხელშეკრულება. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი სამშვიდობო დელეგაციის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელს ტრაპიზონში ატყობინებდა, რომ სეიმის პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა 26 მარტს და გადაწყვიტეს, ოტომანთა დელეგაციის ულტიმატუმთან დაკავშირებით ყოველგვარ დათმობაზე წასულიყვნენ. ასევე სწერდა, რომ ტრაპიზონში მიემგზავრებოდა სახალხო განათლების მინისტრი უსუბეკოვი და სეიმის მდივანი კანტემიროვი. დოკუმენტის სისწორეს მ. თუმანოვი ადასტურებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის მარტში აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს მთავრობის თავმჯდომარისათვის პირდაპირი ხაზით დაშიფრული სახით გადასაცემად, რომელშიც აღწერს თურქეთის უკომპრომისო დამოკიდებულებას სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც ცხადად ჩანს რაუფ-ბეისთან და ვეჰიბ-ფაშასთან საუბრებიდან. იგი ითხოვს მითითებებს სეიმისაგან. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება ბაქოს ცენტრში გამართული დიპლომატიური შეხვედრის შესახებ, რომელიც შედგა გენერალ ტომსონსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გარეშე საქმეთა მინისტრის თანამდებობის აღმასრულებელ იდილ ხაზ ზიათხანოვს შორის. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ქალაქისთავი მ. მეხთიევიც.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს და ატყობინებს ვეჰიბ-ფაშასგან მიღებულ კერძო ინფორმაციას ხოფის რაიონში ჭურვების ჩამოყრასთან დაკავშირებით. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის მარტში აკაკი ჩხენკელი მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორს ატყობინებდა, რომ რაუფ-ბეისთან შეხვედრები ჩიხში იყო შესული, თურქეთი დათმობაზე არ მიდიოდა. დოკუმენტის სისწორეს მ. თუმანოვი ადასტურებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს თბილისში მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ატყობინებს რაუფ-ბეისთან შეხვედრის დროს ერევნის გუბერნიასთან დაკავშირებით წარმოშობილ პრობლემებს. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ მეუღლე დარია ნესტორის ასული ტყემალაძე შვილები: გალაქტიონი, კლავდიოზი, მიტროფანე და ირაკლი ტყემალაძეები იუწყებიან მამის დეკანოზ აბესალომ ტყემალაძის გარდაცვალების შესახებ და ამცნობენ ნათესავებს პანაშვიდის შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 იანვარს დაგეგმილი იყო ახალი მწერალთა კავშირის მეექვსე სხდომა, რომელზეც ალი არსენიშვილი წაიკითხავდა მოხსენებას ალექსანდრ ბლოკის შესახებ, სიტყვით გამოვიდოდნენ: გრიგოლ რობაქიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ევგენი დვალის გარდაცვალების ცნობა.

1922

ტიპი: ღონისძიება

ილია ზდანევიჩი უძღვებოდა პარიზში არსებული პოეტების პალატის რუსულ განყოფილებას.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ინჟინერი გიორგი სფეტანეს ძე მოსეშვილი იუწყება მისი მეუღლის, ვერა ალექსის ასული მოსეშვილის გარდაცვალების შესახებ. ამცნობს მის ნაცნობებს და ნათესავებს პანაშვიდისა და დაკრძალვის ადგილისა და დროის შეახებ.

1922

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ მზადდებოდა ჟურნალ „ხომალდის“ მეორე ნომერი, რომელშიც შევიდოდა ალექსანდრე აბაშელის, სოლომონ თავაძის, ხარიტონ ვარდოშვილის, ვარლამ რუხაძის, ლეო ქიაჩელის და გიორგი ქუჩიშვილის ლექსები.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ნიკო ლორთქიფანიძემ, ქუთაისის რაბისის თავმჯდომარემ, კრებული გამოსცა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვრის „ბარრიკადის“ ცნობით ტერენტი გრანელი გამოსაცემად ამზადებდა ლექსების კრებულს „სულიდან საფლავები“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გამართულ ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, განიხილეს ტერიტორიული საკითხები. მონაწილეობდნენ დელეგაციის წევრები და მდივნები, მათ გარდა: გ. ვ. აბაშიძე, მეხტიევი და ი. ბ. გაიდაროვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გაიმართა ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი და განიხილებოდა ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შიეხ-ულ-ისლამოვი და ისურვა გარკვევა ტერიტორიების ჩამოცილების საკითხის დასმისას რითი ხელმძღვანელობდა თურქეთი – ციხესიმაგრეების ჩამოშორების სურვილით, თუ მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის საკითხით ამ მხარეებში. შედგა ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი, საქმეთამმართველი მ. თუმანოვი და მდივანი გრ. ვეშაპიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გაიმართა ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი და განიხილებოდა ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მ. გ. გაჯინსკი და წამოჭრა სადავო ციხესიმაგრეების საკითხი. შედგა ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი, საქმეთამმართველი მ. თუმანოვი და მდივანი გრ. ვეშაპიძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 6 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პარიზში მიმავალი სერგეი სუდეიკინი თბილისის რკინიგზამდე მიაცილეს ალი არსენიშვილმა და ნინო მაყაშვილმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გაიმართა ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი და განიხილებოდა ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ა. ი. ხატისოვი. მან აღნიშნა, რომ ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები არ უნდა დათმონ და სომხეთის ავტონომიის საკითხიც პრივილეგირებული უნდა იყოს. შედგა ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი, საქმეთამმართველი მ. თუმანოვი და მდივანი გრ. ვეშაპიძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ლადო გუდიაშვილსა და სერგეი სუდეიკინს „ქიმერიონის“ მოხატვისას მოუვიდათ უთანხმოება, როდესაც გუდიაშვილმა სუდეიკინი მემარჯვენე მხატვრად მოიხსენია.