რეგისტრირებული ფაქტები81435
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე სათეატრო კომისიის წევრებად აირჩიეს: ა. მ. ძეგველოვი, გ. მ. გვაზავა, ე. ე. თაყაიშვილი, ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე, ივანე გედევანის ძე გომართელი, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ე. მ. წულუკიძისა და სხვ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-90 წლებში ჭელიშის მონასტერში ქვის ორსართულიანი სამრეკლოს ასაშენებლად დახარჯული 840 მანეთამდე თანხიდან 600 მანეთი ოსტატებმა ვასილ და ივანე ბერეკაშვილებმა გასამრჯელოდ მიიღეს.
1806
ტიპი: ღონისძიება
1806 წლის 16 მარტს ნიკოლოზ იაშვილმა ჭელიშის მონასტერს შესწირა კრიხის მცხოვრებნი, გიორგი და გლახუნა კუბლაშვილები.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 ნოემბერს სახალხო სახლში ქართულმა წარმოდგენების მმართველმა წრემ წარმოადგინა იუშკევიჩის პიესა „მეფე“ კოტე ხახანაშვილის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ანა ჩირგაძის, ალექსი მეტრეველის, ნიკო გოცირიძის, ი. მინდიაშვილის, მ. რომანიშვილისა და სხვ. მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ნაძალადევის თეატრში სვიმონ გოგოლაშვილის რეჟისორობით კოტე მესხის ისტორიული დრამა „თამარ ბატონიშვილი“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ნოემბერში სვიმონ გოგოლაშვილი ნაძალადევის სცენისმოყვარეთა წრის რეჟისორად მიიწვიეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა კავკასიის წყლების უფროსი ს. ს. პეტროვი.
1848
ტიპი: ღონისძიება
1848 წელს ჭელიშის მონასტერში არქიმანდრიტ იოანე იოსელიანის ხელმძღვანელობით ტილოს კანკელი გააკეთეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 ნოემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში წარმოადგინეს ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესა „ღალატი“ ეფემია მესხის, ვასო აბაშიძის, ვასილ არაბიძის, იოსებ ივანიძის, იუზა ზარდალიშვილის, პლატონ კორიშელისა და ალექსანდრე ყალაბეგიშვილის მონაწილეობით.
1821
ტიპი: თანამდებობა
1821 წელს ქუთაისის, გელათის, ხონისა და ნიკორწმინდის საეპისკოპოსოების ბაზაზე ოფიციალურად ჩამოყალიბდა იმერეთის ეპარქია, რომელსაც სათავეში იმერეთის ყოფილი ეპისკოპოსი სოფრონ წულუკიძე ჩაუდგა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 30 ნოემბერს ავლაბრის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის მიერ იოსებ ივანიძის, იოსებ ჟივიძისა და სხვ. მონაწილეობით ისტორიული დრამა „სამშობლო“ წარმოადგინეს.