რეგისტრირებული ფაქტები91756
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული ოთხმოქმედებიანი კომედიის „ეხლანდელი სიყვარულის“ პერსონაჟის თავადი ჯამბარაშვილის როლში ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი გრიმით, შესრულებით კარიკატურას და დეპარტამენტის გამგეს ჰგავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული ოთხმოქმედებიანი კომედიის „ეხლანდელი სიყვარულის“ პერსონაჟის ნიკო ახირებულაძის როლი ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილმა ვერ შეასრულა ხარისხიანად.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული კომედიის „ეხლანდელი სიყვარულის“ პერსონაჟი ნიკო ახირებულაძე იყო ყბედი, სულმდაბალი, სუსტი და ბრიყვი. ამ პერსონაჟს ჩვენს რეალურ ცხოვრებასთან არანაირი საერთო არ ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი თითო-ოროლა ახალგაზრდა არსებობდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მაინც დიდი სხვაობა იყო ამ თითო-ოროლა და სხვა ბევრ კარგ, სასახელო ახალგაზრდას შორის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებულ ოთხმოქმედებიან კომედიაში „ეხანდელ სიყვარულში“ ვასილ ალექსის ძე აბაშიძის შესრულება სხვა სპექტაკლებთან შედარებით სუსტი იყო, რისი მიზეზიც თავად სხვაზე კარგად იცოდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული კომედიის „ეხლანდელი სიყვარულის“ ავტორი იყო ისეთი რუსი მწერალი, რომელიც თავის კალამს ხელოვნებისთვის და ცხოვრების სტილის წარმოსაჩენად კი არ იყენებდა, არამედ იმ ადამიანების შესაბღალად, რომლებიც არ მოსწონდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ როდესაც პიესაში მხოლოდ მოქმედ პირებს ჰქონდათ სახელები შეცვლილი და სხვა უცვლელი რჩებოდა, ასეთ პიესას გადმოკეთებულს ვერ უწოდებდნენ. სწორედ ასე იყო გადმოკეთებული კომედია „ეხლანდელი სიყვარული“, რომლის ფაბულაც არ შეესაბამებოდა ჩვენს რეალურ ცხოვრებას.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 3 მარტს სოფ. დარკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი ანდრიას ძე ბარათაშვილი გარდაიცვალა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 მარტს ადამიანცი მონაწილეობას მიიღებდა კონცერტში, რომელიც უნდა გამართულიყო პირველი კლასიკური გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში ორი კვირით რვა მანეთად გაიყიდებოდა მიხეილ პავლეს ძე საბინინის წიგნი „საქართველოს სამოთხე“.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცი წერდა, რომ პიესა „ხათაბალას“ პერსონაჟ მარგალიტას თავად ავტორი კი არ იგდებდა აბუჩად, არამედ პიესის სხვა მოქმედი პირები აღიქვამდენ მას, როგორც გასასაღებელ საქონელს. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მაყურებელი სიბრალულით უყურებდა მარგალიტას და ცრემლმორეული მთლიანად პიესას.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ოთარის ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე იყო ანასტასია ევსევის ასული ჩოლოყაშვილი.

