რეგისტრირებული ფაქტები83082
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 სექტემბრის თარიღით, სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორს ნება დართო ალექსანდრე ბოგოიავლენსკისთვის, სიდედრის დასაკრძალად, გიმნაზიის სპეციალური თანხიდან ფულადი დახმარება გამოეწერათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 სექტემბრიდან თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე ბოგოიავლენსკი იმავე გიმნაზიის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ნოემბრიდან ალექსანდრე ბოგოიავლენსკი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის ლათინური ენის მასწავლებლად დაინიშნა. ხელს აწერს გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლის პირადი საქმის მიხედვით, მღვდელი იოანე ბობოხიძე ზუგდიდის სამრევლო სკოლების მეთვალყურე იყო. ის სამეგრელოში ქართული ენის დევნის წინააღმდეგ იბრძოდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 22 იანვრის თარიღით, ფოთის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის გამგის შუამდგომლობით, მღვდელი იოანე ბობოხიძე დაამტკიცეს იმავე სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად.
1952
ტიპი: ორგანიზაცია
1952 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გერმანიაში ახალი ქართული ანტიბოლშევიკური კავშირი შეიქმნა. მის სათავეში ვეფხვაძე და ავალიანი იყვნენ. მათ ყოველკვირეული გაზეთის გამოცემისთვის დახმარებას ამერიკული კომიტეტის წარმომადგენლობა ჰპირდებოდა.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 9 თებერვალს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე უგზავნიან მადლობის ბარათს დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარეს და მის მეუღლეს საპრეზიდენტო სასტუმროში სადილზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 27 თებერვალს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 9 თებერვალს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს დომინიკანის რესპუბლიკის ელჩ ლ. ვასკესს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემას და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დამყარების სურვილს.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს უნგრეთის ელჩს ფრედერიკ ვილანს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემას და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დამყარების სურვილს.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობის ბარათს უგზავნიან ჰაიტის მინისტრსა და ა. ნემურს ჰაიტის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საღამოზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 1929 წლის 1-ლ იანვარს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 11 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს ავღანეთის ელჩს ჰაბიბულა ტარზის ავღანეთის მეფის მიერ დადასტურებული რწმუნებათა სიგელის გადაცემას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური თანამშრომლობის სურვილს.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს კანადის ელჩ ფილიპე როის მეფე ჯორჯ მეხუთის მიერ დადასტურებული რწმუნებათა სიგელების გადაცემას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური თანამშრომლობის სურვილს.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი მადლობას უხდის კანადის მინისტრსა და მის მეუღლეს 2 ოქტომბერს მაკენზი კინგის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე მიწვევისათვის. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს დასწრებას.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 15 სექტემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობას უხდიან ჩილეს მინისტრსა და მის მეუღლეს 18 სექტემბერს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ზეიმზე მოწვევისათვის. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 24 მაისს აკაკი ჩხენკელი უგზავნის მილოცვის წერილს ჩილეს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არტურო ალემპარტეს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემასთან დაკავშირებით.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 23 თებერვალს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობას უხდიან საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სადილზე მიწვევასთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართება 6 მარტს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.