რეგისტრირებული ფაქტები91756
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის კომედია „ხათაბალაში“ მ. მ. მძინაროვისა ორ როლს არსულებდა და ორივეს ხასიათი შთამბეჭდავად წარმოადგინა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის კომედია „ხათაბალაში“ ანდრონიკოვისამ კარგად შეასრულა თავისი როლი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის კომედია „ხათაბალაში“ მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვისამ ხელოვნურად შეასრულა მისთვის შეუფერებელი როლი, მაგრამ სიმღერა „თუმცა მიჯნურო“ კი – დიდი გრძნობით, ორჯერ გაამეორებინეს და მაყურებელმა ღირსეული ტაშით დააჯილდოვა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის კომედია „ხათაბალაში“ მონაწილეობდა კ. მ. მაქსიმიძე, რომელიც მორცხვობდა და დრო იყო მაყურებელს შეჩვეოდა. მას მაგალითი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგისაგან უნდა აეღო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ვასილ ალექსის ძე აბაშიძის ბენეფისს ბევრი ხალხი დაესწრო, რაც იმას ნიშნავდა, რომ საზოგადოება მას პატივს სცემდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ვასილ ალექსის ძე აბაშიძეს ბენეფისზე საჩუქრები მიართვეს. იგი ტაშით და ზეიმით გააცილა მაყურებელმა წარმოდგენის შემდეგ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ვასილ ალექსის ძე აბაშიძის ბენეფისზე წარმოდგენილი გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის კომედია „ხათაბალა“ არ იყო შთამბეჭდავი, რადგან არტისტები მოუმზადებლები იყვნენ და უმჯობესი იყო კარგად მომზადებულები ყოფილიყვნენ, რათა მაყურებლისთვის ესიამოვნებინათ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ თუკი რომელიმე არტისტის შესრულება არ მოსწონდათ ამას სალანძღავი სიტყვებით კი არ გამოხატავდნენ, არამედ თავაზიანი კრიტიკით. მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ სულმოკლე ადამიანისთვის თუ იქნებოდა საწყენი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გასულ შაბათს ვასილ ალექსის ძე აბაშიძის ბენეფისზე ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიანი კომედია „ხათაბალა“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მსახიობმა ადამიანმა სომხურ სცენაზე გამართულ თავის ბენეფისზე წარმოადგინა შექსპირის პიესა „ოტელო“ ძალიან შემოკლებული ვერსიით. მან შექსპირის ავტორობა სრულიად გააქრო და დაამახინჯა წარმოდგენა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 თებერვალს ბებურიშვილის განკარგულებით ძველი სენაკის მაზრების: ეკის, ნოსირის და გეჯეთის თავადაზნაურობა შეიკრიბა. მათ დაავალეს, რომ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ასაშენებლად შესაწირი გაეღოთ. ახალმოწვეულმა თავადაზნაურებმა დიდი გულუხვობა გამოიჩინეს. ასევე, კრების წევრების მესამედმა ნაწილმა ადგილზე ფული შეაგროვეს, დანარჩენებმა კი ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანხის შეტანაზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 თებერვლის გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა დავით კეზელის სტატიის „მე თუ ჩვენ? შენ თუ თქვენ?“ დასაწყისი, მიმართული გაზეთ „ივერიისა“ და მასში დაბეჭდილი ილიას ფელეტონების წინააღმდეგ.

