რეგისტრირებული ფაქტები89237
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს დროებით შეჩერებული იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ გამოცემა განახლდა ციხიდან ჟურნალის რედაქტორის, პლატონ გაჩეჩილაძის გამოსვლის შემდეგ.
1908
ტიპი: ნასამართლეობა
1908 წელს ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ რედაქტორი პლატონ გაჩეჩილაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს, როცა თევდორე კიკვაძე ოზურგეთში დაბრუნდა, ქალაქის საბჭომ სასწავლო ოლქის წინაშე იშუამდგომლა ოზურგეთში რეალური სასწავლებლის დაარსების თაობაზე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის სექტემბრიდან 1912 წლის მაისამდე თევდორე კიკვაძე ოზურგეთში ცხოვრობდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910-იან წლებში თევდორე კიკვაძე ოზურგეთში ცხოვრობდა და ბავშვებს ამზადებდა სასწავლებელში შესასვლელად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის პირველ მაისს თევდორე კიკვაძეს მოულოდნელად შეატყობინეს მის დასაპატიმრებლად ქუთაისიდან ორი ჟანდარმის ჩამოსვლის შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს თევდორე კიკვაძე მისი მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ ოზურგეთის პოლიციის ბოქაულმა, იპოლიტე გრიგოლაშვილმა გააფრთხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს მოსალოდნელი დაპატიმრების შიშით თევდორე კიკვაძემ სასწრაფოდ დატოვა ოზურგეთი და თბილისში გაემგზავრა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 3 სექტემბერს ქ. თბილისის სამღვდელოების კრებაზე აირჩიეს კომიტეტი, რომელსაც უნდა ეზრუნა ქართული საეკლესიო გალობის გაუმჯობესებისათვის. კომიტეტის წევრები იყვნენ: ეპისკოპოსი დიმიტრი, დეკანოზი სოლომონ შოშიაშვილი, დეკ. ლაზარე ალექსის ძე ტურიაშვილი და თბილისის სიონის ტაძრის დეკანოზი ანტონ მაქსიმეს ძე თოთიბაძე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის სექტემბერში ღარიბთა პირველი თავშესაფრის გამგემ, მიხეილ იოსების ძე კლიმიაშვილმა თავშესაფარი დაამთავრა და შეუდგა მოვალეობის აღსრულებას.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 9 სექტემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა ს. ა. დანდუროვის საქმე, რომელიც კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებას 2 000 მანეთს ედავებოდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს სტეფანე დავითის ძე გაგუა ქალაქ ხონის საქალაქო სკოლის ინსპექტორი იყო
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 3 სექტემბერს თბილისის სამღვდელოების კრებაზე შეეხნენ ეკლესიებში ქართულ ენაზე წირვა-ლოცვის შემცირების საკითხს. სიტყვით გამოვიდა სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გრიგოლ ალექსის ძე ტყემალაძე, რომელმაც განაცხადა, რომ საჭირო იყო ამ მდგომარეობის გამოსწორება.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს მეურნეობის ინსპექტორის, ვასილიევის თავმჯდომარეობით გამართულ ბაღების პატრონთა კრებაზე განიხილეს თბილისში მოსკოვის მევენახეთა და მეღვინეთა კომიტეტის განყოფილების დაარსების საკითხი. კომიტეტის მიზანი იყო მევენახეთა და მეღვინეთა საჭიროებებისათვის ხელი შეწყობა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 27 სექტემბერს თბილისში ჩამოვიდა სატყეო დეპარტამენტის დირექტორი, რუსეთის იმპერიის ტყეთა გამგებლების ინსპექტორი ნიკიტინი, რომელსაც უნდა შეესწავლა საქართველოს სახაზინო ტყეთა მეურნეობა.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 6 სექტემბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ განიხილა საქმე ქუთაისის მცხოვრებ მიხეილ ციციშვილისა, რომელსაც ბრალი ედებოდა რკინიგზის სადგურ ჭალადიდში სახალხო მატარებლის ვაგონიდან ჩემოდანის მოპარვა, და მას 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 6 სექტემბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ განიხილა სოფ. ნოჯიხევის მცხოვრებ ალექსანდრე დანელიას საქმე. მან სოფელ აბაშის მცხოვრები ბიტო გაგუა ხანჯლით ისე დაჭრა, რომ ხელი გაუფუჭა. სასამართლომ ა. დანელიას მიუსაჯა 2-თვიანი პატომრობა და გაგუას სასარგებლოდ ჭრილობის სამურნალოდ 150 მანეთის გადახდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 სექტემბერს სოფელ დოესში გადაიხადეს ნინო ალექსანდრეს ასული ერისთავის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში გამართულ ხმოსანთა არჩევნების მესამე საარჩევნო ნაწილში ნიკოლოზ ვოსკანის ძე არამიანცმა მიიღო 16 ხმა, ბაღდან გრიგოლის ძე ასაღაროვმა – 39, პეტრე ივანეს ძე ალიბეგოვმა – 18, ნიკოლოზ არკადის ძე ალფონსმა – 21, ალექსანდრე პეტრეს ძე ანდრეევმა – 43, ალექსანდრე მიხეილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვმა – 40-77, ნიკოლოზ იგორის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვმა – 40.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 8 სექტემბერს სომეხ-გრიგორიანთა კათალიკოს მკრტიჩ პირველს წარუდგინეს დეპუტაცია, რომლის ხელმძღვანელი იყო ივანე სერგის ძე ალიხანოვი.

