რეგისტრირებული ფაქტები88410
სორტირება თარიღი კლებადობით
1883
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1883 წლის 28 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ნიკო ნიკოლაძეს პეტერბურგში წერილთან ერთად „გლეხთა განთავისუფლების პირველ- დროების სცენების“ და „კაცია ადამიანის“ გამოცემები გაუგზავნა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 23 თებერვალს გრიგოლ არწრუნის თეატრში ნატო გაბუნიას ბენეფისზე ილია ჭავჭავაძის „მაჭანკალს“ და „დედა და შვილს“ წარმოადგენდნენ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 17 თებერვალს გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ და რამდენიმე ლექსი.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 16 თებერვალს თბილისის მუდმივი თეატრის სცენაზე პირველად წარმოადგენდნენ ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილ შექსპირის პიესას „მეფე ლირს“, რომელშიც მთავარ როლს კოტე ყიფიანი ითამაშებდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 16 თებერვალს ზაქარია მაჭავარიანმა ილია ჭავჭავაძესთან გაცნობის მიზნით რომანოზ ფანცხავა მიიყვანა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 10 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ დავით სარაჯიშვილის სახლში ქართული მწერლობის მოყვარულთა წინაშე პოემა „განდეგილი“ წაიკითხა.
1883
ტიპი: გარდაცვალება
1883 წლის 5 თებერვალს ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ მიქელის ძე ნასრაძე გარდაიცვალა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2) დაიბეჭდა გიორგი თუმანიშვილის სატატია „ზემსტვო“, ანუ ერობა“, რომელშიც ავტორი აღწერს თვითმმართველობის როლს და სიკეთეს საზოგადოებაში: „არჩეული პირი საზოგადოების მსახურია, ყურადღებას აქცევს ყველა კანონდარღვევას. აქ კრიტიკა თავისუფალია და მოუფერებელი“ – წერდა ის.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, სამოსწავლო ოლქის მზრუნველ კირილ იანოვსკისთვის გაგზავნილ და უკან დაბრუნებულ დოკუმენტზე ბათუმის სკოლაში მუსლიმური რჯულის სწავლების პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი თუმანიშვილს დრამატული ნაწარმოებების შერჩევა დაავალეს.

