რეგისტრირებული ფაქტები82947
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს აკაკი ჩხენკელი ინიშნება სრულუფლებიან ელჩად პარიზში, რომსა და ლონდონში. მას მიანდეს საქართველოს წარმომადგენელთა ხელმძღვანელობა დასავლეთ ევროპაში. ამ წლიდანვე იგი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს წევრი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს აკაკი ჩხენკელი საქართველოშია და მუშაობს დამფუძნებელ კრებაში, სადაც ის თავმჯდომარეობს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას. იმავე წელს იგი აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული ცეკას წევრად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს აკაკი ჩხენკელი უცხოეთში საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობაზე მუშაობდა. ამავე დროს ის, როგორც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგატი, ბერნში სოციალისტური ინტერნაციონალის პირველ (ომის შემდეგ) კონფერენციას ესწრებოდა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ პირველი რეზოლუცია მიიღეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს განათლების სამინისტროს სატეხნიკო და საპროფესორო სასწავლებლების მთავარგამგემ თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის დირექტორს გაუგზავნა მინისტრის 18 სექტემბრის N50,51 ბრძანების პირი. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარგამგის ნაცვლად გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ლ. ხარაძე.
1921
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აკაკი ჩხენკელი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის N50 ბრძანების მიხედვით, თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი /დაქირავებული/ იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე დაამტკიცეს სასწავლებლის ქართული ენის შტატის მასწავლებლად 1918 წლის 1-ლი სექტემბრიდან. ხელს აწერს განათლების მინისტრის ნაცვლად მდივანი, დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებლის ნაცვლად ნ. ჩიმაკაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს აკაკი ჩხენკელი არჩეულია ამიერკავკასიის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ და საგარეო საქმეთა მინისტრად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს აკაკი ჩხენკელი ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე იყო ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკების დროს ტრაპიზონსა და ბათუმში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს აკაკი ჩხენკელი აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელ კრებაში, რომლის დათხოვნის შემდეგ რჩება ამიერკავკასიის სეიმისა და კომისარიატის წევრად და განაგებს ჯერ საშინაო და შემდეგ საგარეო საქმეებს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს რუსეთის დროებითმა მთავრობამ აკაკი ჩხენკელი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრად (ოზაკომი) დაინიშნა. მან შეცვალა მეფისნაცვალი თბილისში. ა. ჩხენკელი განაგებდა საშინაო საქმეებს, ამავე დროს ამიერკვკასიის ანალოგიურ ორგანიზაციებში პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი იყო. იგი რუსეთის წინასწარ პარლამენტშიც („პრედპარლამენტში“) აირჩიეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912-1916 წლებში აკაკი ჩხენკელი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრია. სათათბიროში მისი მთავარი საქმიანობა საგარეო პოლიტიკაა. ამავე დროს ფრაქციის წარმომადგენელია რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ ცენტრალურ ორგანოებსა და სოციალისტურ ინტერნაციონალში.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-1904 წლებში აკაკი ჩხენკელი აფხაზეთში ვექილად მუშაობდა, მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმეებში, ებრძოდა რუსეთის ანტიქართულ პოლიტიკას, რისთვისაც იგი კავკასიიდან გადაასახლეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში მოხდა არეულობა, რომელსაც აკაკი ჩხენკელის მონაწილეობით საიდუმლო სოციალისტური ჯგუფი ხელმძღვანელობდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
აკაკი ჩხენკელი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი დღიდან მისი დაარსებისა საქართველოში.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის 1918 წლის 18 ივლისის ბრძანებით (N16) გიორგი მიხეილის ძე ბერიძე 1-ელი იანვრიდან ხონის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.