რეგისტრირებული ფაქტები87002
სორტირება თარიღი კლებადობით
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის აგვისტოში მასწავლებელმა ივლიანე ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ნაესაკაოს სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად მიიღო 20 ცალი „დედა ენა“, 10 – „ბუნების კარი“, 20 – „წერის დედანი“.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ და იოსებ შალიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკას გადასცეს ხელნაწერი წიგნები: „ვისრამიანი“, „ქილილა და დამანა“, „სიბრძნე სიცრუისა“ და ა. შ.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის პირველი ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრებამ დაამტკიცა შემდეგი ხარჯთა სია: წიგნებისა და სასწავლო ნივთებისათვის 500 მანეთი, ბათუმის სკოლის მოსაწყობად 500 მანეთი, თბილისის სკოლის მოსაწყობად 500 მანეთი, სტიპენდიებისთვის 225 მანეთი და ბიბლიოთეკისთვის 500 მანეთი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის ივლისში დამწვარი თეატრის ნაცვლად ახალი თეატრის აშენება დაიწყეს. თეატრის პროექტი არქიტექტორმა ვიქტორ შრეტერმა შეადგინა. თეატრი ალექსანდრეს პარკში უნდა აეშენებინათ, მაგრამ ადგილის სიმცირის გამო მისი აშენება გოლოვინის პროსპექტზე გადაწყვიტეს და ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილის ადგილი შეიძინეს. შრეტერს კი პროექტის გადაკეთება დაავალეს.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 22 ივნისს კავკასიის მეფისნაცვალმა დაამტკიცა ქართულ წარმოდგენათა მმართველი საზოგადოების წესდების პროექტი, შედგენილი ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძის მიერ.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 20 ივნისს ვასო აბაშიძე ილია ჭავჭავაძისა და თეატრალური ამხანაგობის მიმართ პროტესტის ნიშნად სპექტაკლზე არ მივიდა, ამიტომ წარმოდგენა არ შედგა.
1880
ტიპი: გარდაცვალება
1880 წლის 17 ივნისს სოფ. დარკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სვიმონ დავითის ძე ბაქრაძე გარდაიცვალა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ მიიღო ზაქარია ჭიჭინაძის წინადადება, მისგან ნახევარ ფასად შეეძინათ მისგან წიგნები.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 10 ივნისს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძეს ბათუმში სკოლების მდგომარეობის შესწავლა დაევალა.

