რეგისტრირებული ფაქტები85213
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 6 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პოეტთა ჯგუფმა – რაჟდენ გვეტაძემ, ნიკოლო მიწიშვილმა, გრიგოლ ცეცხლაძემ და შალვა კარმელმა – ქუთაისში გამოსცეს ჟურნალი „აისი“. შემდეგ გვეტაძე, მიწიშვილი და კარმელი „ცისფერ ყანწებს“ შეუერთდნენ, გრიგოლ ცეცხლაძემ კი თბილისში დამოუკიდებლად დაიწყო ჟურნალის „თოლაბულისის სარტყელი“ გამოცემა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანში საქართველოს წარმომადგენლის ს. ი. გამრეკელის თხოვნას საგარეო საქმეთა მინისტრი უგზავნის განათლების მინისტრს.
1924
ტიპი: ავტორობა
1924 წლის 6 იანვრის გაზეთ „ბარრიკადში“ დაბეჭდილ სტატიაში „ქართული თეატრი ახალ პოზიციაზე“ შალვა აფხაიძე საუბრობს თეატრის მოღვაწეებზე: კოტე მარჯანიშვილზე, ალექსანდრე ახმეტელზე, აკაკი ფაღავაზე, ვერიკო ანჯაფარიძეზე, თამარა ჭავჭავაძეზე, აკაკი ვასაძეზე, გიორგი დავითაშვილზე, ელენე დონაურზე, უშანგი ჩხეიძეზე, დ. მჟავიაზე, მიხეილ ლორთქიფანიძეზე, დავით ჩხეიძეზე, ვ. ჯიქიაზე, შალვა ღამბაშიძესა და აკაკი ხორავაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 თებერვალს ბახვში ოზურგეთის დროებითმა სამხედრო-რევოლუციურმა ტრიბუნალმა განიხილა ეკლესიის გაძარცვის საქმე. ბრალს სდებენ გიორგი მ. ქიქოძეს, იაგორ გარაყანიძეს, მათე მელუას, ანტონ ქიქოძეს. აღმოჩნდა, რომ ამ პირებს ძალად მოახვიეს ეკლესიის საქმე, ამიტომ გაათავისუფლეს. კომისიები ხელახლა უნდა დაინიშნოს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების კრებაზე სოფიო ლონდარიძემ წინადადება წამოაყენა ქალთა სანიტარული რაზმის დაარსების შესახებ. აირჩიეს კომისია: თავმჯდომარედ – ს. ლონდარიძე, მდივნად – ს. ნამგალაური, ხაზინადრად – პ. ფხალაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვალს თბილისის გუბერნიის კომისრის განკარგულებით თანამდებობიდან გადააყენეს ბორჯომის რაიონის კომისარი აკ. ტყემალაძე. მას 24 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა ბორჯომი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 10 თებერვალს ალქსანდრეს ბაღში სროლის დროს მოკლეს თბილისის მე-11 კომისარიატის მილიციელი იოსებ გერსამია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 თებერვალს ბორჯომის რაიონის გლეხთა საბჭოს რეორგანიზაცია განხორციელდა. მუდმივ თავმჯდომარედ ისევ კოლია შახნაზაროვი აირჩიეს, მდივნად – ვასო ატოევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მარტის „ერთობის“ ცნობით, ვექილი მაქსიმოვი თბილისში იურიდიულ კურსებს ხსნიდა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 27 თებერვალს წითელრაზმელებმა შეამჩნიეს, რომ კანტორა „ნახშირში“ იმყოფებოდა წითელრაზმელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიხეილ ელიაშვილი. მან გაქცევა დააპირა, მაგრამ იქვე მოკლეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 2 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის გუბერნიის კომისრად გრიგოლ გიორგაძის ნაცვლად, რომელიც სეიმის წევრად აირჩიეს, ივანე კაჩუხოვი დაინიშნა.
1956
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1956 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი ძმა ილია მაღლაკელიძე მძიმედ იყო ავად. იგი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა. მისი შვილები: ნუნუ, კახაბერი და ედიშერი დედაქალაქში ცხოვრობდნენ. მათგან მხოლოდ კახაბერი იყო დაოჯახებული.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რჟდენ არსენიძე მთიელთა კეთილგანწყობის დასტურად იხსენებდა შემთხვევას, თუ როგორ დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ გაიყვანეს ინგუშებმა ყუბანიდან მომავალი, უსაშვოდ დარჩენილი ქართველი დელეგატები ომის ხანძარში გახვეული ვლადიკავკაზიდან.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რჟდენ არსენიძეს სირთულეების მიუხედავად, შესაძლებლად მიაჩნდა მთიელთა სახელმწიფოს შექმნა, რომლის საუკეთესო ფორმადაც ფედერაციული მოწყობა ესახებოდა, სახელდობრ – ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა კანტონებად, მთიანი შვეიცარიის მსგავსად.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე აცხადებდა: „თავისუფლებისმოყვარე მთიელთა ბრძოლამ ჩრდილოური ანარქიისა და რეაქციის ნიაღვრისაგან დაიცვა ამიერკავკასიის რესპუბლიკები. რუსეთის მტრული დამოკიდებულება არა მარტო სახელმწიფოებრიობისთვისაა საშიში, არამედ საერთოდ კლდოვან ხეობებში გამომწყვდევით ემუქრება თვითონ მთიელებს“.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს ს. ქოჩორიანს უნდა წაეკითხა მოხსენება სიმბოლიზმის შესახებ. მოხსენებაზე ისაუბრებდნენ მოდერნისტ ქართველ და სომეხ პოეტების შესახებ, ხოლო დისპუტში მონაწილეობა უნდა მიეღო გრიგოლ რობაქიძეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა გერონტი ქიქოძეს ქანდაკების თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.