საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80971

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წელს გამოსულ „Кавказский календарь на 1869 год“- ში დაიბეჭდა მორიც გრიგოლის ძე ექსელბირტის სტატია, რომელიც ეხებოდა სამრეწველო საქმიანობას ამიერკავკასიაში. სტატიიდან ირკვევა, რომ იმ წლებში მიმდინარეობდა ფოთი-თბილისის რკინიგზისა და ფოთის პორტის მშენებლობა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა ორი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი შვეიცარიელ ყველის მეწარმე ჩაბოლდთან, რომელიც 1863 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს გამოცემული კავკასიის რუკის შეძენა შეიძლებოდა თბილისში, საოლქო შტაბის სამხედრო-ტოპოგრაფიულ განყოფილებაში, არქივარიუს ილიუშენკოსთან.

1868

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1868 წელს კარლ ლევის ძე ზისერმანი იყო თბილისის გუბერნატორის კანცელარიის უფროსი.

1868

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის დაფინანსებით ბაქოს გიმნაზიასთან არსებულ პანსიონში სწავლობდა 5 აღსაზრდელი.

1868

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის დაფინანსებით ქუთაისის გიმნაზიასთან არსებულ პანსიონში სწავლობდა ერთი აღსაზრდელი.

1868

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის დაფინანსებით სტავროპოლის გიმნაზიასთან არსებულ პანსიონში სწავლობდა 4 აღსაზრდელი.

1868

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის დაფინანსებით თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან არსებულ პანსიონში სწავლობდა 15 აღსაზრდელი.

1868

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვს თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან არსებული პანსიონის 15 აღსაზრდელისათვის გამოუყვია 160-160 მანეთი წელიწადში.

1868

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი პირადად თავისი სახსრებიდან აფინანსებდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან არსებული პანსიონის ერთ აღსაზრდელს.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს თბილისის გუბერნატორი იყო კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკი.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი იყო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 11 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი ბრძანებულებით დაფუძნდა სანქტ-პეტერბურგის ფულადი კაპიტალის, შემოსავლებისა და ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოება, რომლის ფილიალი თბილისშიც გაიხსნა.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1869 год“-იდან ირკვევა, რომ გერმანე ვილჰელმის ძე აბიხი იყო რუსეთის იმპერიის სამოქალაქო მრჩეველი.

1868

ტიპი: სტატუსი

1868 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1869 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის მემკვიდრე საიმპერატორო ტახტზე იყო ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვი.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს გამოცემული „Кавказский календарь на 1869 год“-იდან ირკვევა, რომ სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის მეუღლე იყო ეკატერინე ალექსანდრეს ასული ჭავჭავაძე-დადიანი.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868-1877 წლებში რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი ივანე დავითის ძე ლაზარევი კავკასიის არმიის მთავარსარდალს ექვემდებარებოდა.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს სერგეი სიმონის ძე მესხი გაზეთ „დროების“ რედაქტორად მიიწვიეს.

1868

ტიპი: განათლება

1868-1869 წლებში სტეფანე ზარაფიშვილი სტუდენტების საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის პეტერბურგის უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს ბრძანებით ილია ჭავჭავაძე დუშეთის სამომრიგებლო განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868 წელს დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში გაწინამძღვრიანთკარის ტყის მცველის, პეტრე ყველაშვილის საჩივარი განიხილეს.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წელს დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში მიიყვანეს უზომოდ მთვრალი დუშელი კონსტანტინე ხარლამპიევი, რომელსაც ბრალად ედებოდა დუქანში ჩხუბის ატეხვა და ხმლით ადამიანებზე გაწევა. ილია ჭავჭავაძის განჩინებით ის გამოსაფხიზლებლად ჰაუპტვახტში დატოვს.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წელს დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში გლახა და აკა ავსაჯანიშვილების საქმე განიხილეს.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წელს თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილეს ივანე ფიცხელაურის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა გლეხ ანდრია ურჯუკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრა.