რეგისტრირებული ფაქტები85255
სორტირება თარიღი კლებადობით
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წლის 16 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის ცხოველთა დაცვის საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 იანვრის „დროების“ ცნობით, ქუთაისში იყიდებოდა სამოსახლო ადგილები, რომლის შესახებ ინფორმაციას სიმონ ივანეს ძე მესხი ფლობდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 იანვრის „დროების“ ცნობით, უ. ვართანოვის წიგნის მაღაზიაში ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული „მდაბიური ამბავი“ და „ეშმაკის ხარო“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 12 იანვრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემული „მზით უნახავი ქალი და თორმეტი თვენი“ ერთ შაურად იყიდებოდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 12 იანვრის „დროების“ ცნობით, ადოლფ რემერტი კავკასიის საბებიო ინსტიტუტში მუშაობდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 11 „იანვრის“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილი „სასოფლო გაზეთის“ რედაქტორი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 11 იანვრის „დროების“ ცნობით, სპირიდონ დივარი გორის სემინარიაში მათემატიკას ასწავლიდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 11 იანვრის „დროების“ ცნობით, სპირიდონ დივარი გორის სემინარიის პირველი დირექტორი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 10 იანვრის „დროების“ ცნობით, სტეფანე გულიშამბაროვის მკვლელობა სცადეს.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 10 იანვრის „დროების“ ცნობით, სტეფანე გულიშამბაროვი „ბაქოს ცნობების“ რედაქტორი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 10 იანვრის „დროების“ ცნობით, ს. მირიმანოვმა ნაფარეულის სკოლის ღარიბ მოსწავლეებს (18 გოგონას) საჩუქრად სასკოლო ფორმა გადასცა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 6 იანვრის „დროების“ ცნობით, რაჟდენ ბედინიძე მეორე გილდიის ვაჭარი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 6 იანვრის „დროების“ ცნობით, ანტონ ცეცხლაძე შემოქმედის კერძო სკოლაში პედაგოგად მიიწვიეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 6 იანვრის „დროების“ ცნობით, მოსე დუმბაძის თაოსნობით შემოქმედში კერძო სკოლა გაიხსნა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 6 იანვრის „დროების“ ცნობით, თავად მაჭუტაძისა და პედაგოგ უ. კალანდარიშვილის წყალობით ნიგოითის სკოლა არ დაიკეტა.