რეგისტრირებული ფაქტები88412
სორტირება თარიღი კლებადობით
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 15 დეკემბერს სოფელ სადმელის სკოლის მასწავლებელმა პორფირი კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მხოლოდ ერთხელ, 1880 წლის 24 მარტს მიიღო წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები. რაც სკოლისთვის იყო გამოგზავნილი, ბიბლიოთეკაში შეიტანა და რაც ღარიბი მოსწავლეებისთვის − დაურიგა მათ უფასოდ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 15 დეკემბერს სოფელ სადმელის სკოლის მასწავლებელმა პორფირი კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბი მოსწავლეებისთვის საჭირო იყო: 10 ეგზემპლარი „როდნოე სლოვო“, 8 ც. კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, 15 ც. „დედაენა“, 15 დედანი, 20 კალმისტარი, 20 ფანქარი, 20 გრიფელი, 1 კოლოფი კალამი, 10 დასტა ქაღალდი (თეთრი და შავი), ერთი კოლოფი მშრალი მელანი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 13 დეკემბერს მასწავლებელმა პეტრე ხეცურიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ ლუხვანოს სკოლისთვის საჭირო იყო შემდეგი წიგნები: „ბუნების კარი“, „ვეფხისტყაოსანი“, „საღმრთო ისტორია“ ქართულ ენაზე, ასევე ნივთები: საანგარიშო, კუბიკების ყუთი და სხვა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 10 დეკემბერს სოფელ ხოტევის სკოლის მასწავლებელი კონსტანტინე ნატროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვს, გაუგზავნონ „დედა ენა“, „ბუნების კარი“, გ. დიდებულიძის თარგმნილი „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“, ასპიდის დაფები გრიფელით, 17 ეგზემპლარად, რამდენი ღარიბი მოსწავლეც იყო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „დროებაში“ სტატია „გლეხთაგან მამულების გამოსყიდვა“ ხელმოწერის გარეშე გამოაქვეყნა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 7 დეკემბრისთვის სოფელ გურჯაანის სკოლაში 42 ვაჟი და 6 ქალი სწავლობდა, მათგან 11 ღარიბი იყო. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის საქმისმწარმოებელს, გრიგოლ ყიფშიძეს ეს ინფორმაცია სკოლის მასწავლებელმა მიაწოდა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 7 დეკემბერს სოფელ გურჯაანის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს მისწერა, რომ სკოლას საჭირდებოდა „დედა ენა“ და რომელიმე პედაგოგიური ჟურნალი რუსულ ენაზე. მთავარ გამგეობას ღარიბთათვის დასარიგებლად უნდა გაეგზავნა თითოეული სახელმძღვანელოსა და წიგნის 15-15 ეგზემპლარიც.

