რეგისტრირებული ფაქტები84008
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 დეკემბრის N154 ბრძანებით ავეტიკ ტერ-პოღოსიანი თბილისის სომხურ ლისიციანისეულ გიმნაზიაში ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 30 ნოემბრის N153 ბრძანებით ნადეჟდა რატიანი თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიიის უმცროსი მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 30 ნოემბრის N 153 ბრძანებით ნინო კორძაია თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 30 ნოემბრის N 153 ბრძანებით მარიამ არტემის ასული ლუარსაბიანი თელავის სომხური გიმნაზიის საანბანო კლასის პედაგოგად დაინიშნა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 12 ივნისს ბაქოს „ჩრეზვიჩაიკამ“ 49 კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 26 ივნისამდე ბაქოში დახვრიტეს ქართველი ოფიცრები: პოლკოვნიკი ნიკოლოზ თუმანოვი, გენერალი ა. გ. მაყაშვილი და კორნეტი ა. თოფურიძე, რომელიც საგანგებო მინდობილობათა მოხელედ მსახურობდა ბაქოს „საგრადონაჩალნიკთან“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სამთო სამმართველოს გამგე ი. ყიფშიძე სამმართველოს მოხელეთა თანხლებით ქვანახშირის მაღაროების გამოსაკვლევად ტყიბულში გაემგზავრა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 ივლისის „ერთობაში“ ი. მაღლაკელიძე შორაპნის სამაზრო კომიტეტის დავალებით აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომელთაც ფრონტისთვის შემოწირულობები გაიღეს: ა. შალამბერიძე, ე. სალარიძე, მ. სიხარულიძე, ს. მამალაძე, ძმები ნიორაძეები, გაჩეჩილაძე, ზ. კოვზირიძე, ვ. წაქაძე, ი. ჩუბინიძე, ზ. ყუფარაძე, დ. მახარაძე, პ. ებანოიძე, ძმები შალამბერიძეები, მ. გაჩეჩილაძე,თ. ბურჯანაძე, ო. ჩოგავაძე, ვ. ჩოგავაძე, ო. მანაგაძე, ვლ. მაღლაკელიძე, ყ. ებანოიძე, ვ. კობახიძე, ე. აქსამდროპულო, პ. ხარაზოვი, მ. დანელია, ჭულუხაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს აკაკი ჩხენკელი გახდა ამიერკავკასიის გარდამავალი მთავრობის უფროსი კომისარი და საქართველოს ეროვნული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს აკაკი ჩხენკელი დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაერთო ქვეყნაში არსებულ დემოკრატიულ მოძრაობაში. ცარისტულმა რეჟიმმა იგი კვლავ დააპატიმრა და გააძევა ქვეყნიდან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლი ივნისის „ერთობა“ იუწყება, რომ გრ. ურატაძემ ანდრეიკა ნოეს ძე ჟორდანია სახ. საბავშვო ბაღის გასაშენებლად დამფ. კრების ს. დ. ფრაქციისგან მიიღო 500 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1919 წლის 4 ივნისს სახ. თეატრში გაიმართება გიორგი არადელი-იშხნელის ბენეფისი სცენაზე მოღვაწეობის ათი წლის აღსანიშნავად. წარმოადგენენ ალ. სუმბათაშვილის „ღალატს“. მონაწილეობას მიიღებენ: ნინო დავითაშვილი, ელის. ჩერქეზიშვილი, ტასო საგინაშვილი-პიერეტტა, ალისა ქიქოძე, ილ. ზურაბიშვილი-ელევთერიძე, შალვა შარაშიძე-თაგუნა, სოსო რომანიშვილი, გ. ფრონისპირელი, პლ. კორიშელი, ვალ. გუნია, ალ. იმედაშვილი, დ. ჩარკვიანი, დ. მჟავია, პ. ფრანგიშვილი და სხვ. რეჟისორები: ალ. წუწუნავა და კ. ანდრონიკაშვილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ლი ივნისის „ერთობის“ ცნობით, ჯარისკაცი ალფესი გოგეშვილი მსახურობდა ოსმალეთის ფრონტზე კაბარდინის პოლკში, მონაწილეობდა ყარსის ბრძოლაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლი ივნისის „ერთობის“ ცნობით, ოზურგეთის მაზრის სოფელ ჯვარცხმის მცხოვრები ესოფ ივლიანეს ძე მეფარიშვილი მსახურობდა მე-8 ქართულ ქვეითთა პოლკში, მე-8 როტაში და მონაწილეობდა სოჭში დენიკინთან ბრძოლაში. მის შესახებ თბილისში ცნობები აღარ მოსულა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელი ივნისის გაზეთი „ერთობა“ იუწყება, რომ დამფუძნებელი კრების წევრ გაბრიელ ცისკარიშვილს თუშეთიდან შეატყობინეს, რომ საზაფხულო სოფელ ტბათანს თავს დაესხნენ ოსები, გაიტაცეს ცხვარი და დახოცეს მწყემსები. ცისკარიშვილმა დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამმართველოს მიმართა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლი ივნისის „ერთობა“ იუწყებოდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა „ტიფლისკაია გაზეტაში“ და „ნოვოსტი დნიაში“ დაბეჭდილი ყალბი ცნობების (მოხალისეთა ჯარის შავი და კასპიის ზღვებისკენ მსვლელობის შესახებ, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობაში არევ-დარევას ემსახურება) გაცნობის შემდეგ დაადგინა, შეწყვეტილიყო გაზეთების გამოცემა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის პირველი ივნისის „ერთობაში“ ნუცა ჩხეიძეს ულოცავენ სასცენო მოღვაწეობის 25 წლისთავს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 თებერვალს სახალხო განათლების სამინისტრომ ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ გიმნაზიის საქმისმწარმოებლად პავლე ბლუაშვილი დაენიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 იანვარს პროფესორი ბლაგოვიდოვი სახალხო განათლების მინისტრს სთხოვდა, საბჭოს წევრად ან სხვა რომელიმე შესაფერის თანამდებობაზე დანიშვნას. პროფესორის თხოვნა შეზღუდული ადგილების გამო ვერ დაკმაყოფილდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 მარტს ნაძალადევის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის წარმომადგენლობამ სახალხო განათლების კანცელარიის დირექტორს მიმართა, რომ ამავე სასწავლებლის მასწავლებლის, ევგენია ბილანიშვილის დასაკმაყოფილებლად სპეციალური თანხა არ იყო.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N19 გამოქვეყნებულ ექიმ პაკროვსკაიას პუბლიკაციას „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“, სადაც დასასრულს საუბარია თავისუფალ სასიყვარულო ურთიერთობაზე, ახლავს რედაქციის შემდეგი შენიშვნა: „ასეთი კავშირის მგალობლებია „ცისფერი ყანწების“ მგოსნები, რომელნიც ამ დიდი რევოლუციის ქარტეხილში ჩვენს დაბა-ქალაქებში პარადებს მართავენ და რომელთა ქება-დიდებას „ფრანც მოორი“ – იდეური თანამოაზრე „ჩვენი ქვეყნის“ ფაქტიური რედაქტორისა, ამავე გაზეთში გაჰყვირის. მე ვამბობ, თანამოაზრე, რადგან ბ. რედაქტორი მხოლოდ თანამოაზრეთ უბეჭდავს ფსევდონიმით წერილებს. საინტერესოა, კიდევ რამდენი არიან „ცისფერი ყანწელების“ მადიდებელნი „ნ. [.]-ბში, რომ იმედი ვიქონიოთ მათ მიერ საქართველოს აღდგენა-განახლებაში“.