რეგისტრირებული ფაქტები85276
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 აპრილს, 5 საათზე, სოფ. მუკუზანში უნდა გამართულიყო საქართველოს მეღვინე-მევენახეთა საბჭოს თათბირი, რომელსაც დაესწრებოდნენ საბჭოს წევრები: პ. ავერკინი, კ. ნაკაშიძე, ალექსანდრე თომას ძე თუშმალიშვილი, გ. ნახუცრიშვილი, ნ. კ. მაკარაშვილი, ლ. ა. გოგნიაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელი აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭომ (ივანე ანდრონიკაშვილი, სოლომონ ჩოლოყაშვილი, გიორგი წინამძღვრიშვილი, ი. დ. ფორაქაშვილი) გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კახეთში თათბირები სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის მოსაგვარებლად.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 6 ოქტომბერს საგანგებო რაზმის უფროსის თანაშემწემ არ. ნ. მილოვის ბინა გაჩხრიკა და ოთხი თოფი აღმოაჩინა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამერიკაში მოქმედი სომხეთის დამოუკიდებლობის კომიტეტი, რომელშიც შედიოდა ზოგიერთი ამერიკელი საზოგადო მოღვაწე, ვაშინგტონის მთავრობას სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ ცნობას სთხოვდა. სენატორმა ვილეასმა კი სენატში მეორე წინადადება შეიტანა: სომხეთში გაგზავნილიყო ამერიკის შეიარაღებული ძალები.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 6 ოქტომბერს მეცისა და სტრასბურგის აღების შესახებ ყალბი ინფორმაციის გამოაქვეყნებისათვის საგანგებო რაზმმა საღამოს დეპეშების „ვეჩერნი კურიერის“ რედაქტორი დაშოიანი დააპატიმრა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 ოქტომბრის „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ მაქს ბადენელი ბერლინში რეიხის კანცლერად და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის პირველი აპრილის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ ველისციხის შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის წევრი იმ ღვაწლსა და ქველმოქმედებაზე წერდა, რომელსაც მისი ამხანაგობა ეწეოდა. 1919 წლის 28 მარტს შემდგარა კრება, რომელზეც განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიშები, გაანაწილეს მოგება, მაგრამ ამის შემდეგ გამგეობის არჩევნები ჩატარდა და რამდენიმე თანამდებობის პირი შეიცვალა. სტატიის ავტორმა იმედი გამოთქვა, რომ ამხანაგობა გეზს არ შეიცვლიდა და ისევ ისე გააგრძელებდა მუშაობას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 აგვისტოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის რაიონული კრების პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ს. ჩოჩია აირჩიეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდილ თბილისის პროფესიულ კავშირთა თავმჯდომარის, ხელაძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბათუმიდან ინგლისის მთავრობის გასვლის შემდეგ პროფ. კავშირთა რიცხვმა 22-ს მიაღწია, რომელიც 7 500 მუშას აერთიანებდა. ორგანიზაციას დროებითი საბჭო ხელმძღვანელობდა, აღმასრულებელი ბიუროს თავმჯდომარე კი გრ. აიოლო იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ ბეჭდავს წინანდლის სახ. მამულის მმართველობის (მოურავი ე. რამიშვილი) განცხადებას, რომ 1920 წლის 28 აგვისტოს მამულში დანიშნულია საჯარო ვაჭრობა მამულში ელექტრონის სადგურის, შეშის სახერხისა და წისქვილის მოსაწყობად.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფატალი ხან ხოისკიმ საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს – ევგენი გეგეჭკორსა და ალექსანდრე ხატისოვს გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც წერდა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციის ინიციატივით სომხეთ-აზერბაიჯანის კონფერენციამ ბაქოში სასურველად და მიზანშეწონილად ცნო ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკათა კონფედერაციის დაარსების იდეა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ერთობის“ ცნობით, დასავლეთ საქართველოდან დაბრუნდა ინჟინერი სმოლნიკოვი, რომელიც მიწათმოქმედების სამინისტროსადმი წარდგენილ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე იყო მდ. ენგურის მიმდინარეობის მოწესრიგება, რადგან მდინარე ნაპირებს გადადიოდა და დიდ ზარალს აყენებდა ზუგდიდის მაზრას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 19 აგვისტოს ბათუმის ოლქის საგანგებო კომისარი ბენიამინ ჩხიკვიშვილი ართვინიდან დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ აგვისტოს სოფ. საპაიჭაოში (ვანი) დამფუძნებელი კრების წევრმა პ. წულაიამ წაიკითხა მოხსენება ქვეყნის საგარეო და საშინაო მდგომარეობაზე, შემდეგ მოხსენებით გამოვიდა ასევე ტობანიერში, ახლად გახსნილ უნივერსიტეტში, და ვანში.
1920
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს პროფესიულ კავშირთა ცენტრ. საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1920 წლის 17 აპრილის სხდომაზე დაამტკიცა მანდატები რუსეთში გასაგზავნი დელეგაციის წევრებისა გლეხებიდან: დას. საქართველოდან – სევ. ხვიჩია, აღმოსავლეთიდან – არჩილ არავიაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის გაზეთი „საქართველო“ ბერლინში არსებულ რუსულ გაზეთ „პრიზივზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ იაპონიამ ამირბარ კოლჩაკს 30 მილიონი მანეთის მეორე სესხი გაუხსნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის საზღვარგარეთ გამგზავრების გამო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის აღსრულება სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძეს დაევალა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 17 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კავკასიაში სპარსეთის გენერალური საკონსულოსგან მიიღო წერილი, რომლის მიხედვით, გერმანიის საკონსულო საქმეები დოქტორ ფონ დრუფელს ჩააბარეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
„ერთობაში“ დაიბეჭდა დოქტორ ფონ დრუფელის წერილი, რომელიც მან საგარეო საქმეთა მინისტრს გაუგზავნა. დრუფელი იუწყება, რომ 1920 წლის 25 ივლისიდან საქართველოს რესპუბლიკაში გერმანიის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურად დაინიშნა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. კანცელარია პასკევიჩის N14-ში გახსნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან სტეფანე გაგუა საკუთარი თხოვნის თანახმად, ფოთის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
სტეფანე გაგუამ თანახმად მისი თხოვნისა პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეობის მოვალეობის აღსრულებას თავი დაანება, მაგრამ პედაგოგიური საბჭოს თხოვნით დარჩა გიმნაზიის მასწავლებლად.