რეგისტრირებული ფაქტები85404
სორტირება თარიღი კლებადობით
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 17 ნოემბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი სიმონ ბესარიონის ძე მიქიევი (მიქიაშვილი) გარდაიცვალა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე დირექტორად აირჩიეს დავით ივანეს ძე ავალიშვილი.
1877
ტიპი: ავტორობა
გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, რომ ზედამხედველობის კომიტეტისთვის მიეცათ უფლება სამსახურიდან დაეთხოვათ ის დამფასებელნი (აცენჩიკები), რომელნიც თავის მოვალეობას რიგიანად ვერ ასრულებდნენ.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, აღესრულებინათ ფინანსთა მინისტრის წინადადება, რომ ბანკის მოვახშეებს, რომლებიც ჯარში იმყოფებოდნენ, შესაძლებლობა ჰქონოდათ, ბანკში შესატანი ფული გადაეხადათ 1877 წლის 1-ელი ივლისიდან 1878 წლის 1-ელ ივლისამდე.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, რომ ბანკის ორი წლის მოგებიდან გადაედოთ თანხის ის რაოდენობა, რომლითაც შესაძებელი იქნებოდა ორი სტუდენტის დაფინანსება.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 15 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელ წევრთა კრებას, რომელზეც ბანკის მოგების საზოგადოების სასარგებლოდ განაწილების საკითხი განიხილეს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 ნოემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით ჩამოაყალიბეს საზოგადოება, რომლის მიზანი ღარიბი მოსახლეობისთვის სათანადო განათლების მიცება იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ინფორმაციით საგარეჯოში მიხეილ ქურდოვანიძეს მოპარეს კამეჩის ტყავი, რომელიც შემდეგ ვაჭარ ალეკო ავთანდილოვის დუქანში აღმოაჩინა. მან ავთანდილოვის წინააღმდეგ მამასახლისს სთხოვა დახმარება, მაგრამ ამაოდ, ვერაფერს გახდა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ სოლომონ ბავრელის სტატია, რომლიდანაც ვიგებთ, რომ სურამის მახლობლად ტყის პირას გაშლილი იყო 31-ე და 34-ე თეთრი კარვები ავადმყოფებისათვის. აქედან ერთ-ერთი კარვის გადატანას გორში აპირებდნენ, ხოლო მეორესთვის ახალი სახლი უნდა აეშენებინათ ზამთარში ავადმყოფების შესაფარებლად.