საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86071

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 მაისის „დროების“ ცნობით, გაბრიელ მირზოევმა მოსკოვიდან ჩამოყვანილი ქალი მუშები სამსახურიდან დაითხოვა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 მაისის „დროების“ ცნობით, გაბრიელ მირზოევის ქარხანის მუშებს ანაზღაურება არ მიუღიათ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 5 მაისს ავლაბარში ოქოევის ოჯახის ქურდობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 4 მაისს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „ახალს რასმე აღმოსავლეთის საქმის შესახებ...“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 3 მაისის გაზეთ „დროებაში“ გელათისა და ტყიბულის ქვანახშირის შესახებ ინჟინერ ბაცევიჩის მოსაზრება დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 3 მაისის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა რუისის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელსაც ხელს მიხეილ კლიმიაშვილი, სოსე მღებრიშვილი და ესტატე ბუზიაშვილი აწერდნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 აპრილის „დროებაში“ ნიკოლოზ ერისთავის სტატია „გორი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 30 აპრილის „დროებაში“ სერგეი მესხის სტატია „მასლაათი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 29 აპრილის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა რუისის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელსაც მიხეილ კლიმიაშვილი, სოსე მღებრიშვილი და ესტატე ბუზიაშვილი აწერდნენ ხელს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 29 აპრილის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის კორესპონდენციაზე პავლე თუმანიშვილის მოსაზრება დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 29 აპრილის გაზეთ „დროების“ ცნობით, ე. კასუმოვი დააყაჩაღეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 29 აპრილს ახალციხეში შარიფ-ბეგ ხიმშიაშვილი მიიყვანეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 28 აპრილის გაზეთ „დროებაში“ ალექსანდრე შიუკაშვილის სტატია „თელავი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 28 აპრილის „დროების“ ცნობით, ანტონ ფურცელაძე ივანე ავალიშვილის მოადგილედ აირჩიეს.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 28 აპრილის „დროების“ ცნობით, ივანე ავალიშვილი ბანკის დამფასებელი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 28 აპრილის „დროების“ ცნობით, ივანე ავალიშვილი ბანკის დამფასებელი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 27 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 26 აპრილი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სოფლის უფროსის არჩევანი“.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 26 აპრილს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძე აირჩიეს იმ კომისიის წევრად, რომელსაც ბაქო-თბილისის რკინიგზის კახეთში გაყვანისთვის საჭირო საბუთების მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა ევალებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებას, რომელზეც ბაქო-თბილისის რკინიგზის კახეთზე გატარების საკითხი განიხილეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 აპრილის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსები დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 აპრილის „დროებაში“ ალექსანდრე შიუკაშვილის სტატია „თელავი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 აპრილის გაზეთ „დროების“ ცნობით, სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელთა სხდომაზე დაამტკიცეს ზაქარია ანდრონიკაშვილის წინადადება კრებაზე ხმის მიცემის უფლების შესახებ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 25 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომას, რომელზეც ბანკის 1877 წლის ანგარიში განიხილეს.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 25 აპრილს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის დამწესებელათა კრებაზე ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად ვახტანგ ორბელიანი და ვახტანგ თულაშვილი აირჩიეს.