საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92282

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 სექტემბრის „დროებაში“ ნიკოლოზ ხიზანაშვილის სტატიის „ძველი ქართული ოჯახი“ მესამე ნაწილის დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, გიორგი დემურაშვილმა ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკის სახლში ლითოგრაფიის საწარმო გახსნა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, გიორგი დემურაშვილი ლითოგრაფიის საწარმოს მფლობელი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, მურად ბეი თბილისში იმყოფებოდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, მურად ბეი სტამბოლის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ივანე მუხრანბატონის ღვინოები შესასწავლად ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში ვასილ პეტრიაშვილსა და სტეფანე მელიქიშვილს გაუგზავნეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ვასილ პეტრიაშვილი, სტეფანე მელიქიშვილი და ივანე მუხრანბატონი. ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორები იყვნენ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 სექტემბრის „დროების“ ცნობით, რკინიგზის ექიმად ვართანოვის ნაცვლად ბაბოვი დაინიშნა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ბუტლეროვმა სახელმძღვანელო „როგორ მოვაშენოთ ფუტკარი“ გამოსცა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 სექტემბრის „დროებაში“ გიორგი ფალავანდიშვილის წერილი გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ო. კლოსე თბილისში სამუსიკო სკოლის გახსნას აპირებდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 5 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის ინიციატივით თბილისში მებაღეობის სკოლა გაიხსნებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 5 სექტემბრის „დროებაში“ თომა მთავრიშვილის სტატია „სოფ. შაშიანი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 5 სექტემბრის „დროების“ ცნობით, დათა გუგუნავა გარდაიცვალა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 5 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ე. კოვაჩისა ყმაწვილების მოსამზადებელი დაწესებულების ხელმძღვანელი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 4 სექტემბრის „დროებაში“ ანთიმოზ ჯუღელის სტატია „ზემო იმერეთი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 4 სექტემბრის „დროებაში“ ზაქარია გულისაშვილის სტატია „საჩინო მარიდაშვილი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 4 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ჩერევანსკს თბილისის კონტროლის პალატის საქმიანობა უნდა გადაემოწმებინა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 4 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ჩერევანსკი სახელმწიფო კონტროლის კანცელარიის ხელმძღვანელი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 3 სექტემბრის „დროებაში“ თომა მთავრიშვილის სტატია „ურიათუბანი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 სექტემბრის „დროებაში“ ქუთაისის გუბერნატორ სმეკალოვის ლეჩხუმის მაზრაში სტუმრობის შესახებ ქაიხოსრო გელოვანის სტატია დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისის გუბერნატორი სმეკალოვი ლეჩხუმის მაზრაში იმყოფებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 3 სექტემბრის „დროების“ ცნობით, მიხაი ზიჩმა განაცხადა, რომ მალე განაახლებდა „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებაზე მუშაობას.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 3 სექტემბრის „დროებაში“ ალექსანდრე აკოფაშვილის სტატია „ბურნუთის კოლოფი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას სკოლისთვის სთხოვა: 20 ცალი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, 15 იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“, 10 სოკოვინის სახატავი, 25 კალანდარიშვილისრუსული ენის სახელმძღვანელო, 18 სემენოვის „დარ სლოვა“, 2 მიხეილ ნასიძის ქრესტომათია, 20 დაფა, 120 სახატავი რვეული, 120 ქართულისა და ამდენივე რუსულის რვეული. საზოგადოებამ თხოვნა დააკმაყოფილა.