რეგისტრირებული ფაქტები91616
სორტირება თარიღი კლებადობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 აპრილს ქართულმა დასმა წარმოადგინა ვოდევილი „აყალ-მაყალი ცოლ-ქმარს შორის“, ალექსანდრე ჭიჭინაძის მიერ გადმოკეთებული.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 აპრილს ქართულმა დასმა წარმოადგინა კომედია „სადავო მფლობელობა“, გადმოკეთებული დავით ერისთავის მიერ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 აპრილის „დროების“ ცნობით, პავლე ბეჟანის ძე ჩხეიძემ შორაპნის თავადაზნაურობას სამკლასიანი სკოლის გახსნა ურჩია.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 აპრილის „დროებაში“ სმირნოვის რეფერატის შესახებ გიორგი ყაზბეგის სტატია დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 აპრილის „დროების“ ცნობით, ივანე თხორჟევსკიმ და ვარვარა ზარუდნაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 აპრილს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი გენერალ-მაიორ შეპელევის თანხლებით ბაქოში გაემგზავრა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძეს ქუთაისიდან გორდში სიმონ ღოღობერიძე და სამსონ ყიფიანი წაყვნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძე იონა მეუნარგიასთან სოფელ ცაიშში სტუმრად იმყოფებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ ნიკოლოზ დადიანისეული ბიბლიოთეკის ნაწილი ჩაიბარა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძე იურისტ მექი ფაღავასთან სტუმრად იმყოფებოდა ბანძაში.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის აპრილში თბილისში ცხენის ჭირთან საბრძოლველად საგუბერნიო ვეტექიმი ბოლოტოვი მოიწვიეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის აპრილში ვ. მილერი აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიის სამთო ნაწილის მმართველად დაინიშნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის აპრილში ვასილ ყიფიანმა თბილისში, თავადაზნაურთა კრებაზე, სათავადაზნაურო სკოლის წლიური ანგარიში წარმოადგინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის აპრილში, საჭილაოს პოლიციის ბოქაულმა ავალიანმა მკვლელობაში ბრალდებული ლავრენტი გრიგოლია დააპატიმრა.

