რეგისტრირებული ფაქტები86412
სორტირება თარიღი კლებადობით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 მაისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ზუბალაშვილს ხშირმა წვიმებმა რამდენიმე ათასიანი მანეთის ზარალი მიაყენა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 მაისის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე ბებუთოვი გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც სენატს უნდა განეხილა „თბილისის მოამბეზე“ დაწერილი სამი საჩივარი.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 მაისის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჯორჯაძისა და თომა ზენკოვიჩის აზრით, აქციზის შემოღებამ მოსახლეობას და მეურნეობას დიდი ზიანი მიაყენა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 17 მაისს ქუთაისში ო. ტროცკის ხუთმოქმედებიანი კომედია „შემოსავლიანი ადგილი“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ანტონ ლორთქიფანიძე, ანასტასია მესხი და სხვა.
1878
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1878 წლს 24 მაისის „დროების“ ცნობით, გაბრიელ და მიხეილ სულხანოვები ძმები იყვნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლს 24 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის საადგილმამულო ბანკის გამგეობა თანხის გადაუხდელობის გამო გაბრიელ და მიხეილ იესეს ძე სულხანოვების მამულს ყიდდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 23 მაისს, კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ლოჭინის სამურნეო სკოლის დახურვის შესახებ იმსჯელეს. უპატრონოდ დარჩენილ ყმაწვილებზე ზრუნვა დიმიტრი ჯორჯაძემ და ივანე ხატისოვმა გადაწყვიტეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 21 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო კრებაზე ი. ელიმირზოვის წინადადებები მოისმინეს.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წლის 21 მაისის „დროების“ ცნობით, დავით ავალოვი, ლუარსაბ მაღალაშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ნიკოლოზ ცხვედაძე თბილისის განმგებელი კომიტეტის წევრები იყვნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 20 მაისის „დროების“ ცნობით, სურგუნოვის ინიციატივით, სოლოლაკის 5 ქუჩა გაზით გაანათეს.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 19 მაისის „დროების“ ცნობით, ლუკა ასათიანმა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის თხოვნით, მათთან თანამშრომლობა ერთი წლით გააგრძელა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 19 მაისის „დროების“ ცნობით, ლუარსაბ ლოლუამ ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის წევრობაზე უარი განაცხადა.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წლის 18 მაისის „დროების“ ცნობით, ლ. ასათიანი ქუთაისის ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის წევრი იყო.

