საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86428

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 მაისს ჩრდილო კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიდარ ბამატმა, ყუბანის დელეგაციას გაუგზავნა საპროტესტო ნოტა პარიზის საზავო კონფერენციისთვის გასაცნობად – ნოტაში დაწვრილებით იყო აღწერილი დენიკინის „დობროარმიის“ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 2 მარტს, 16.00 სთ-ზე თბილისში შეიპყრეს ავაზაკების ჯგუფი, რომელიც ძარცვავდა მოსახლეობას, ხოცავდა მილიციელებს და სხვ. ჯგუფს მეთაურობდა ცნობილი ქურდი „კოლკა მალაკანი“, ხელმძღვანელი იყო ესიკოვის ცირკში მოთამაშე მესტიევი. გვარდიელებმა 35-მდე შეპყრობილი ავაზაკი სამხედრო-რევოლუციურ სასამართლოს გადასცეს, 12 მათგანს დახვრეტა მიუსაჯეს. სასამართლოში გაირკვა, რომ ამ ჯგუფს ვერის ბაღში მოუკლავს გენერალი კარნაუხოვი, ასევე თბილისში ჩამოსული კომერსანტი ნემიროვსკი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 28 მაისს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი სახალხო განათლების მინისტრს თხოვნაში სწერს, რომ ერთადერთი მიზეზი, რამაც აიძულა მისთვის თხოვნით მიემართა არის არა პირადი ინტერესების დაცვა-აღდგენა, არამედ უდიდესი საქმის ნათელის მოფენა-გაშუქება, მთავრობისა და საზოგადოების საყურადღებოდ, რომელსაც ახალგაზრდობის სულიერი აღზრდა ეწოდება და, რომელიც ადგილობრივ ქალთა მე-7 გიმნაზიაში დირექტორსა და მასწავლებლებს უხეშ ხელობად აქვთ გარდაქმნილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს აცნობეს, რომ პირველი სექტემბრიდან მისდამი რწმუნებული სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 მარტს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და ნიკოლოზ აბესაძემ თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელ გრიგოლ ამაღლობელს აცნობეს მინისტრის განკარგულება, რომ მას სხვა ადგილის მოსაძებნად მიეცა ორი თვის თავისუფლება ანაზღურების შენარჩუნებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ნოემბერს კანცელარიის დირექტორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მისდამი რწუნებულ გიმნაზიაში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის ქართული გიმნაზიის დირექტორი სილოვან ხუნდაძე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელმა თავისი რწმუნებული გიმნაზიის სრული კურსი შეასრულა 1911 წლის მაისში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 18 ოქტომბერს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელმა საქართველოს რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვა, ერთ-ერთ ადგილობრივ საშუალო სასწავლებელში ქართული ენის, ისტორიის, ლოგიკისა და ფსიქოლოგიის მასწავლებლად დაენიშნათ. უკანასკნელი ორი საგნის სწავლება შეეძლო როგორც რუსულ, ასევე ქართულ ენაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ოქტომბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვა, გიმნაზიაში დაენიშნათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 17 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ ილია მაღლაკელიძეს საავადმყოფოდან 19 ივნისს გამოწერდნენ, რის შემდეგაც სოფელ დიხაშხოში დაბრუნდებოდა.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წლის 17 ივნისს გაიოზ მაღლაკელიძემ შალვა მაღლაკელიძეს დიპლომის ასლი გაუგზავნა და შეატყობინა, რომ დასავლეთ ბერლინის სასტუმროდან დაკარგული ნივთები და საქმიანი ქაღალდები მიიღო.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 15 იანვარს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, თბილისში მდებარე ადვოკატთა კოლეგიაში მუშაობის დასაწყებად მისთვის იურისტობის დამადასტურებელი საბუთი გაეგზავნა.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 15 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა ან უკრაინული უნივერსიტეტიდან მისი იურისტობის დამადასტურებელი ცნობა აეღო, ან მისთვის დიპლომის ასლი გაეგზავნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი ოქტომბრდან ალექსანდრე გრიგოლის ძე გაჩეჩილაძე მეჯვრისხევის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე გაჩეჩილაძე სთხოვდა გორის მაზრის განათლების განყოფილების გამგეს, რომ მისთვის მიეცათ მეჯვრისხევის უმაღლეს პირველ დაწყებით სასწავლებელში გამგის ადგილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

გორის სამაზრო ერობის გამგეობა შუამდგომლობდა დაბალი სკოლების მთავარგამგის წინაშე, გორის სამაზრო ერობის სკოლების ინსპექტორის, ალექსანდრე გაჩეჩილაძის მეჯვრისხევის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად დანიშვნის თაობაზე 1920 წ. I ოქტომბრიდან.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 28 სექტემბრიდან ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის მეექვსე კლასის დამრიგებლად დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 28 ოქტომბრიდან ვალერიან გაფრინდაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიიის რუსული სიტყვიერებისა და ლიტერატურის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილმა დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 2 იანვარს დაიბადა ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისში, მართლმადიდებელთა ოჯახში.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 31 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ საქართველოში თავის დამკვიდება უჭირდა, რადგან რამდენიმე ათეული წელიწადი საკუთარი ქვეყნის მთავრობას ებრძოდა.

1925

ტიპი: განათლება

1925 წლის 25 ივნისს პრაღაში შალვა მაღლაკელიძის დიპლომი გასცეს. იგი მიუნხენის არქივში ინახებოდა.

1956

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1956 წლის 31 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ სამსახურის დასაწყებად დიპლომი სჭირდებოდა, რომელიც ომის დროს ბერლინში დაეწვა. სთხოვა, მოეძებნა ნოტარიუსით დამოწმებული ასლი და მისთვის გაეგზავნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 28 სექტემბრიდან დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისის მესამე გიმნაზიის მეოთხე კლასის დამრიგებლად დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 1-ელი სექტემბრიდან დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ლათინური ენის მასწავლებლად დაინიშნა.