რეგისტრირებული ფაქტები88876
სორტირება თარიღი კლებადობით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 6 აგვისტოს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ყრმათათვის საკითხავი წიგნის „გაზაფხულის“ განხილვა, რომელიც ანთიმოზ ჯუღელმა გამოსცა. წიგნში დაბეჭდილი იყო აკაკი წერეთლისა და რაფიელ ერისთავის ლექსები.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის პირველ აგვისტოს ვლადიმერ ჯავახიშვილმა სოფელ მარტყოფის სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
1881
ტიპი: გარდაცვალება
1881 წლის 23 ივლისს ჭალატყის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იოსებ ოქროპირის ძე ცქიტიშვილი გარდაიცვალა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1882 წლის პირველ ივლისს მოსე ივანეს ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მმართველად დაინიშნა.
1881
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ანა გიორგის ასული ალშიბაია, ფრანგული ენის მასწავლებელი დაიბადა 1881 წლის 28 ივნისს. ის იყო მართლმადიდებელი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 28 ივნისს გურიის სკოლების მზრუნველმა ანტონ ნაკაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა სურებში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გახსნის აუცილებლობის შესახებ.
1881
ტიპი: გარდაცვალება
1881 წლის 27 ივნისს სვირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი გიორგის ძე კიკვაძე გარდაიცვალა.
1881
ტიპი: გარდაცვალება
1881 წლის 22 ივნისს ღების მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი თედორე სპირიდონის ძე გავაშელიშვილი გარდაიცვალა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 16 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

