რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი კლებადობით
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, სოფელ კახათის სკოლის მასწავლებელმა თავისი დაარსებული სამრევლო სკოლისთვის წიგნებითა და სასკოლო ნივთებით დახმარება ითხოვა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, წინარეხის სკოლის დახურვასთან დაკავშირებით გორის მაზრის უფროსის წერილი განიხილეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, ალექსი ჭიჭინაძეს დაავალეს, რომ მოეძიებინა ინფორმაცია კახათის სამრევლო სკოლისა და მისი დამაარსებლის შესახებ.
1883
ტიპი: განათლება
1883 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში ირიცხებოდნენ: ყადი ეფენდი ჟორდანია, ალი აჯი ზადე, სულეიმან ნური ზადე, ჰია ჰია ნური ეფენდი ზადე, ჰასან ჰუსეინ აღა ზადე, ისამაილ ეფენდი შარაშიძე, დურსუნ ირემაძე, მაჰმუდ ირემაძე, რემზი ჭიჭინაძე, სერათ ბაკურიძე.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 4 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის დეპუტაცია, შემდეგი შემადგენლობით: ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე, ივანე ამილახვარი, ალექსანდრე საგინაშვილი, ივანე ორბელიანი, იასე ანდრონიკაშვილი, ნიკოლოზ, დიმიტრი და ილია ჭავჭავაძეეები, ნიკოლოზ და ერასტი ზაალის ძე ჩოლოყაშვილები, რომელთაც დავით სუმბათაშვილი ხელმძღვანელობდა, რკინიგზის სადგურში გზათა მინისტრ კონსტანტინე პოსეტს დახვდნენ და კახეთის რკინიგზის პროექტის დაემტკიცება სთხოვეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 3 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე საგინაშვილს ბარათით აცნობა, რომ გზათა მინისტრს 4 ოქტომბერს 10 საათზე უნდა შეხვედროდნენ.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 9; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „პოლიტიკის მიმოხილვა“ დაიბეჭდა სტატია ევროპის პოლიტიკური მდგომარების შესახებ, რომლიდანაც ვგებულობთ, რომ გერმანიამ, ავსტრო-უნგრეთმა და იტალიამ „ბისმარკის ოსტატობით“ საფრანგეთის წინააღმდეგ კავშირი შეკრეს (საფრანგეთის მოკავშირედ რუსეთი მოიაზრებოდა).
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 9; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარში ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებული სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქმულ სიტყვაში ილია ჭავჭავაძემ ცოდნის უპირატესობაზე ისაუბრა: „ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრე, რაც არ უნდა ბევრს გაუნაწილო, შენ არა მოგაკლდება რა.“
1883
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე ივანეს ძე ფარნიევი 1883 წლის 14 სექტემბერს სოფ. ქვითკირისწყაროში დაიბადა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, თონეთის სკოლას „დედა ენა“ და სასკოლო ნივთები გაუგზავნეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, პეტრე უმიკაშვილს ანასტასია თუმანიშვილის მიერ თარგმნილი დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“ შემოწმება დაავალეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს ბათუმის მაზრის გუბერნატორ ალექსი სმეკალოვისა და გიორგი თუმანიშვილის წერილები სასკოლო მიწის შესახებ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ნათაძეს სასკოლო ინვენტარი და მოთხოვნილი თანხა გაუგზავნეს.

