რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი კლებადობით
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს, თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიანი სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ვასილ კოპტონაშვილს სურდა, სოფლის სკოლის მასწავლებელი გამხდარიყო.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს მთის ხალხში დაარსებული სკოლების ინსპექტორმა, ნიკოლოზ ლიხაჩოვმა, ვაჟა-ფშაველა ტოლათსოფლის სკოლის მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს ტოლათსოფლის მღვდელი ვაჟა-ფშაველას უღმერთობასა და სამღვდელოების მასხრად აგდებას აბრალებდა.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883-1889 წლებში ვასილ კოპტონაშვილი იყო სკოლის მასწავლებელი თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წელს ვასილ კოპტონაშვილის მისვლამდე, თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში სკოლის მასწავლებლის თანამდებობაზე ერთ წელზე მეტ ხანს ვერავინ ჩერდებოდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში მასწავლებლობის პერიოდში, ვასილ კოპტონაშვილი ხშირად კითხულობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებსა და ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში მასწავლებლობის პერიოდში, ვასილ კოპტონაშვილს განსაკუთრებით აინტერესებდა ბელეტრისტული თხზულებები.
1883
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1883 წელს ხონის სემინარიის დირექტორმა, 65 წლის სერგეი სტრელეცკიმ, 14 წლის თავადიშვილი შეირთო ცოლად.
1883
ტიპი: ნასამართლეობა
1883 წელს მიშო ყიფიანი პოლიტიკური დანაშაულის ბრალდებით გასამართლების შემდეგ რუსეთში გადაასახლეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლამდე შიო მღვიმელს ფინანსურად ეხმარებოდნენ შიო დავითავიშვილი და მიშო ყიფიანი.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში იაკობ ფანცხავას ახლად გახსნილი ბიბლიოთეკიდან სისტემატურად გამოჰქონდა რუსული და ევროპული ლიტერატურის ნიმუშები.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს სემინარიის საავადმყოფოდან გამოგდების შემდეგ შიო მღვიმელი ორი დღე არ მისულა სასწავლებელში.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1887 წლებში შიო მღვიმელი სკოლის მეგობარ ლადო ხმალაძესა და მის ძმა გოლასთან ერთად ხშირად დადიოდა სანადიროდ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს გორის სემინარიის დირექტორი სემიონოვი პეტერბურგში გადაიყვანეს სხვა სამსახურში.

