რეგისტრირებული ფაქტები85092
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 14 იანვარს სომხეთის საქველმოქმედო საზოგადოების დარბაზში ლეომ (არაქელ ბაბახანიანმა) სიტყვით მიმართა ქართველ პოეტებს. შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ გრიგოლ რობაქიძე და პაოლო იაშვილი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 21 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა გვარდის ცხენოსანი პოლკის გვარდიელის კოსტა კობიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნეკროლოგი. იგი ოსებთან ბრძოლის დროს დაიღუპა ცხინვალის ხეობაში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 ივლისს სოფელ ახალქალაქში მოკლეს ყოფილი მემამულე ალექსანდრა გიორგის ასული თარხნიშვილისა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გორის ფონდს ორი ათასი მან. შესწირა ექიმმა ბეგთაბეგიშვილმა, 15 213 მან.– სახელმწიფო დაწესებულებებში მოსამსახურეთა ეკონომიკურმა საზოგადოებამ. ეს თანხები მიიღო ივანე გომართელმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივლისის „ერთობაში“ ნათქვამია, რომ ქართველ მსახიობთა კავშირთან არსებულ გ. არდაშელი-იშხნელის სახელობის კავშირის წევრთა ობლად დარჩენილი შვილების აღსაზრდელ ფონდს ნ. ჩხეიძემ ათასი მანეთი შესწირა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივლისს შრომის ბირჟის სახალხო კინოთეატრში ჯარისკაცებისთვის გაიმართა ფილმის „შეერთება ბათუმის საქართველოსთან“ დემონსტრაცია. ფილმის დაწყებამდე პოლკოვნიკმა ქარცივაძემ წარმოთქვა სიტყვა ბათუმის საქართველოსთან შეერთების მნიშვნელობაზე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 20 ივლისს ღამით ბროსეს ქუჩაზე ბოროტმოქმედებმა მოკლეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ჰასან-ბეგ აგაევი. საქმის გამოძიება მიენდო საგანგებო საქმეთა გამომძიებელ დილევსკის.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ლადო გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ და სერგეი სუდეიკინმა „ცისფერყანწელების“ კაფე „ქიმერიონისთვის“ დეკორაცია დახატეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში დაბრუნდნენ დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის და სოც.-დემ. ფრაქციის თავმჯდომარე აკ. ჩხენკელი და რესპუბლიკის სანაპირო რაზმის უფროსი, გენ. ახმეტელი. მათ დარიალის საზღვარი, იქ მდგომი ნაწილები და სხვ. დაათვალიერეს, გაეცნენ ჯარისკაცთა ყოფას. შემდეგ თრუსოს ხეობაში გაემგზავრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ გზების უფროსი კანდელაკი მთავარი სახელოსნოების უფროსის, სარაჯიევის თანხლებით ფოილოში გაემგზავრა ხიდის შესაკეთებელი სამუშაოების დასათვალიერებლად.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 4 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მოსამსახურეთა პროფესიულმა კავშირმა კავშირის წევრობიდან გარიცხა ქუთაისის ხაზინის რეგისტრატორი იოსებ გიორგის ძე ვაშაკიძე, რომელსაც ბრალდებოდა ყალბი საბუთებით ახალგაზრდების სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება. ის ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციამ დააპატიმრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 ივლისს სომხების ეროვნული საბჭოს თავმჯდ. ერზინკიანმა ინახულა შინაგან საქმეთა მინისტრი და ლტოლვილი სომხების სომხეთში სამხედრო გზით გაშვება სთხოვა. შუამდგომლობა დააკმაყოფილეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 20 ნოემბრის N 115 ბრძანებით მარგალიტა ვასილის ასული პოზოევისა თელავის სომხური გიმნაზიის ფიზიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 115 ბრძანებით ელიაზარ ხუციშვილი გორის საოსტატო სემინარიასთან არსებული პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებალად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საღამოს 7 საათზე მუშათა სასახლეში დანიშნულია საქართველოს პროფ. კავშირთა ცენტრ. საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოწვეულნი არიან ახლად არჩეული კომიტეტის წევრები: ნ. ბერეჟიანი, პ. კავკასიძე, თოფაძე და გ. კაპანაძე, ასევე რუსეთში მიმავალი მუშათა დელეგატები: ა. დგებუაძე, ლ. მგელაძე, პ. ბერიშვილი, ე. ცენტერაძე, დ. გაჩეჩილაძე, შუბაშვილი, ს. კაიტაჯიანი, ტოროტაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N114 ბრძანებით პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილი ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 20 ნოემბრის N114 ბრძანებით ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის ხელსაქმის პედაგოგად ოლღა იოსების ასული შარაბიძე დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 აგვისტოს „ერთობა“ იუწყებოდა ბორჯომში სახელმწიფო სანატორიუმის გახსნას სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებისთვის. დირექტორად დაინიშნა ექიმი მიხეილ ზანდუკელი, კონსულტანტად – პროფ. ალექსანდრე ალადაშვილი, ასისტენტებად – ექიმი აბაკელია და შალვა მიქელაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 114 ბრძანებით თამარ პეტრეს ასული მაჭავარიანი ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის პროგიმნაზიურ კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 17 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის დირექტორს N9 ბრძანებით აცნობა, რომ საქართველოს ისტორიის მასწავლებლად 1918 წლის 1-ლი დეკემბრიდან იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე დანიშნეს. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 113 ბრძანებით ნინო ნიჟარაძე მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.