რეგისტრირებული ფაქტები81245
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1948
ტიპი: ღონისძიება
1948 წლის 26 მაისს ანდრო აბრამიშვილმა დისერტაცია დაიცვა. მისი ოპონენტები იყვნენ იოსებ ორბელი და დავით დონდუა. მას ფილოლოგიური მეცნიერების ხარისხი მიანიჭეს ფარული კენჭისყრის ერთიანი ხმის მიცემით.
1953
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის 1953 წლის საგამომცემლო-მოსამზადებელი გეგმით, მუზეუმის შრომების რედაქტორებად დაინიშნენ ქრისტინე შარაშიძე და ილია აბულაძე.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს ქრისტინე შარაშიძეს დედამ ბარათი და სახალხო განათლების ისტორიის სექციის სხდომაზე მიწვევის ცნობა გაუგზავნა.
1936
ტიპი: ავტორობა
1936 წლის 16 ივნისს კონსტანტინე გორდელაძემ და ვარლამ თოფურიამ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნეს მიმართვა, გამოსაცემად წარედგინა მამის, გიორგი შარაშიძის „გურული ლექსიკონი“ აკადემიის საქართველოს ფილიალის ენისა და მატ. კულტურის ისტორიის ინსტიტუტში. მოწონების შემთხვევაში შრომა დაიბეჭდებოდა ინსტიტუტის დიალექტოლოგიურ ლექსიკონთა სერიით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 დეკემბერს ნიკორწმინდის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგემ რაჭის საერობო გამგეობას სთხოვა, სამინისტროს წინაშე აღეძრა შუამდგომლობა, რათა გ. ჭანტურაიასთვის შტატის მასწავლებლის უფლება მიენიჭებინათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა ცაგერის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ინსპექტორი ივანე ნიჟარაძე, ესწრებოდნენ საბჭოს წევრი მასწავლებლები: კ. ჩიხლაძე, ლ. ასათიანი, ს. მეფარიძე, ალ. ქიქოძე. იმსჯელეს სწავლის გადასახადის გაზრდის შესახებ და დაადგინეს: რადგან მოსწავლეები წელიწადში 20 მან. იხდიან და შესული თანხა სიძვირის გამო ვერ ფარავს სასწავლებლის ხარჯებს, გამგეობას ეთხოვოს 1919/20 სასწ. წლიდან სწავლის საფასურის გაზრდა.