საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81245

1919

ტიპი: განათლება

აბელ რაზმაძემ 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

ევტიხი რაზმაძემ 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

ალექსანდრე ჭელიძემ 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

მარია ნასრაძემ 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

გრიგოლ ნასრაძემ 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

გრიგოლ დვალმა 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

კირილ დვალმა 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

ამბროსი დვალმა 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

რომანოზ დვალმა 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

გერონტი დვალმა 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

1918-19 სასწავლო წელს პელაგია ჭელიძემ დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

ბაბილინა ჭელიძემ 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

ვარლამ მინას ძე ჭელიძემ 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

ვარლამ ჭელიძემ 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხი: ალექსანდრე არაბიძე თანახმა იყო, საზოგადოებისთვის 35 000 მანეთად 7 000 ცალი, ანუ მთელი გამოცემა, ს. იაშვილის „ბოტანიკა“ დაეთმო. ასევე გამგეობას ნებას აძლევდა, წიგნზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა დაეწერებინათ. გამგეობის განჩინებით, მას 7 000 ეგზემპლარში 35 000 მანეთი გადაუხადეს, 2 000 მანეთი მაშინვე, დანარჩენი – ერთი თვის შემდეგ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ბორჯომის წიგნსაცავის გამგე ელენე ნაკაშიძის თხოვნა ბიბლიოთეკისთვის წიგნებით დახმარების თაობაზე. გამგეობამ გადადო საკითხის განხილვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს, რომ მესტამბე ვარლამ რუხაძე ავანსად წიგნების („დედაენა“ II ნაწილი) ბეჭდვის ანგარიშში 20000 მანეთს ითხოვდა. გამგეობის ცნობით, რუხაძე „დედაენას“ თავის ქაღალდზე ბეჭდავდა. „დედაენის“ II ნაწილი 15000 ცალი უნდა გამოსულიყო . დადგინდა, მიეღო ვ. რუხაძეს 20000 მანეთი ავანსად. ხელშეკრულების დადება მიენდო თევდორე კიკვაძეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, კ. ქავთარაძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გ. ჯავახიშვილის თხოვნა, ნება მიეცათ ესარგებლა მე-19 საუკუნის მწერალთა ხელნაწერებით წიგნსაცავიდან შინ წაღებით, რაც მწერლების მიმოხილვისთვის სჭირდებოდა. გამგეობამ მას ხელნაწერების სარგებლობის ნება დართო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის (რომელიც კავკავში მიემგზავრებოდა) წინადადება, რომ, თუ გამგეობა თანახმა იქნებოდა, კავკავის სკოლის მდგომარეობა გაერკვია და მათთვის თავისი აზრი გაეცნო. გამგეობამ დაადგინა, ეთხოვა მისთვის ადგილობრივი განყოფილების გამგეობის დახმარებით კავკავის ქართული სკოლის მდგომარეობის შესწავლა და დასკვნის გამგეობისთვის წარდგენა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ ივანეს ასულ ანდრონიკაშვილის თხოვნა ნუკრიანის სკოლის ბინის ქირის გასული წლიდან დარჩენილი თანხის მიღების შესახებ, რომელიც 800 მანეთს შეადგენდა. გამგეობის განჩინებით, თხოვნა გადაეგზავნა ადგილობრივ განყოფილებას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე არაბიძის თხოვნა ს. იაშვილის წიგნის, „ბოტანიკის“ ანგარიშში 5000 მანეთის ავანსად მიღების შესახებ. წიგნები საკომისიოდ იყო წარმოდგენილი. გამგეობის განჩინებით, მასთან მოლაპარაკება, თანახმა იქნებოდა თუ არა დაეწერა „ბოტანიკის“ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამოცემა მიენდო სეით იაშვილს და ვარლამ ბურჯანაძეს. თუ დათანხმდებოდა, იმ შემთხვევაში გამგეობა ნაღდ ფულზე შეიძენდა საკომისიოდ მიღებულ 7000 ცალს 35-40% დაკლებით, ფულს კი ნაწილ-ნაწილ მისცემდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თ. კიკვაძის მოხსენება „დედაენის“ I- II ნაწილის და „ბუნების კარის“ ფასის გადიდება-გაყიდვის შესახებ. გამგეობამ დაადგინა: „დედაენის“ I ნაწილი გაიყიდათ ცალი 12 მანეთად, II ნაწილი ყდით – 18 მანეთად, უყდო – 15 მანეთად. „დედაენის“ II ნაწილის 15000 ეგზემპლარი დაებეჭდათ და გაკეთებინათ ყდაში. მაღაზიის გამგეს „დედაენის“ I ნაწილი გაეყიდა მხოლოდ ცალობით, დარჩენილი ეგზემპლარები აღმოსავლეთ საქართველოს ერთ რომელიმე კუთხეს მიწოდებოდა. „ბუნების კარი“ კი გაეყიდათ ცალი 20 მანეთად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 24 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: საპატიო თავმჯდომარე გ. ნ. ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი თ. გ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, ნ. ნაკაშიძე, ვ. წულაძე, ი. გიორგობიანი, შ. დედაბრიშვილი, არ. ჯაჯანაშვილი, თავმჯდომარეობდა დ. გ. კარიჭაშვილი.