საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86544

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 16 აგვისტოს გენერალ ალხაზოვის ჯარი ოსმალების მიერ სოხუმის წინ აშენებული სიმაგრეების ახლოს დამდგარა, პასუხად ოსმალებს ზარბაზნები უსროლიათ რის შედეგად დაიჭრა 4 ჯარისკაცი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 13 აგვისტოს რუსებსა და ოსმალებს შორის გაიმართა ბრძოლა, რომელშიც დაიჭრა გენერალ-ლეიტენანტი ზაქარია ჭავჭავაძე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 და 14 აგვისტოს შკურინსკის პოლკმა და პოლკოვნიკ ნაკაშიძის ჯარმა ვედენოში აჯანყებულები დაამარცხეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 12 და 14 აგვისტოს შკურინსკის პოლკმა და პოლკოვნიკ ნაკაშიძის ჯარმა ვედენოში აჯანყებულები დაამარცხეს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა საბუელ-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიში, რომელსაც ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერის „მგზავრის წერილები სვანეთზე“ მეოთხე ნაწილი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავში მოღვაწე სასულიერო პირმა სოლომონ ფირანოვმა სარჩელი შეიტანა ალექსანდრე ვახვახიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც შეურაცხყოფასა და ეკლესიაში ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების ხელის შეშლაში სდებდა ბრალს.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით გაბრიელ კონსტანტინეს ძე აივაზოვსკი სომხეთის არქიეპისკოპოსი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოლომონ ბავრელის სტატია, რომლის ინფორმაციით სურამში ააშენეს ხის ფიცრულები, სადაც ომში დაჭრილ ადამიანებს მკურნალობდნენ მოსკოვიდან ჩამოყვანილი ექთნები. ეს ფიცრულები ააშენეს მოსკოვის აზნაურებისა და საქართველოს მთავრობის ხარჯით.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თავადმა ალექსანდრე ვახვახიშვილმა თელავის მოსახლეობის სახელით ეკლესიის მოძღვარ სოლომონ ფირანოვს ერთ-ერთი მოსახლის ბავშვის ნათლობის დროს ჰკითხა თუ რატომ აქამდე არ ჰქონდათ გაკეთებული ეკლესიისთვის კანკელი, რომლის თანხა კარგა ხანია მიიღეს მოსახლეობისგან. მცირე სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მღვდელმა ალექსანდრე ვახვახიშვილს მომრიგებელ მოსამართლესთან უჩივლა და მოწმეებად მღვდელი დიმიტრი ხარიტოვი და დიაკვანი ივანე მაისურაძე წარადგინა, თუმცა მოსამართლემ ალექსანდრე ვახვახიშვილი გაამართლა, რადგან მას კითხვის დასმით არც შეურაცხყოფა მიუყენებია მღვდლისთვის და არც ნათლობის რიტუალის ჩატარებაში შეუშლია ხელი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ზემო რაჭაში სახელმწიფო მოხელე აბულაძის მიერ გაკეთებული ხიდი მესამე წელს ჩაინგრა და მას შემდეგ 6 წელი გავიდა. ხიდის უქონლობის გამო 7 ადამიანი დაიხრჩო წყალში, მიუხედავად ამისა მთავრობის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ამ ფაქტს.

1877

ტიპი: ღონისძიება

 1877 წლის 8 აგვისტოს გოლოვინის პროსპექტზე იწვოდა შიოევის სახლები და დუქნები.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 7 აგვისტოს გენერალ დავით ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით ცხენოსანთა ჯარი სოფელ ბულანახში თავს დაესხა ოსმალთა ჯარს. ბრძოლის დროს დაიჭრა მაიორი ვიტტე და კაპიტანი ჩერნიშოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერი „მგზავრის წერილები სვანეთზე“, მესამე ნაწილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“ ჭანეთის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“ ტაოს-კარის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის ანგარიში.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 ივლისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გენერალ ალხაზოვმა ოსმალები მდინარე კოდორის მეორე მხარეს გააძევა და ამით თავიდან აიცილა აფხაზეთში დაპირისპირება.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 ივლისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გენერალ ალხაზოვს მოუხდა მტერთან შეტაკება, რომელშიც პრაპორშჩიკი დადიანი და ორი ჯარისკაცი დაიჭრნენ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 27 ივლისს დიდოელებზე გამარჯვებული გიორგი ჯორჯაძე კახეთში დაბრუნდა. ჯარის დაბრუნების შემდეგ ქართული მილიცია დაიშალა და რუსის ჯარიც სხვადასხვა ადგილას გაგზავნეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 23 ივლისს სურამში დაჭრილების მოსანახულებლად ჩავიდა სომხეთის არქიეპისკოპოსი გაბრიელ აივაზოვსკი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 22 ივლისს ნაკაშიძის ჯარს, რომელიც დაღესტნისკენ გაემართა, თავისი ჯარით შეუერთდა დაღესტნის ომში გამოცდილი მაიორი ნიკო დიმიტრის ძე ვაჩნაძე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 22 ივლისს ჯარი, თანახმად მოსული განკარგულებისა, ორად გაიყო: თავადი ნაკაშიძე თავისი ჯარით დაღესტნისკენ გაემგზავრა, ხოლო გიორგი ჯორჯაძე – კახეთისკენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“, რომელშიც საუბარია ლივანასა და კლარჯეთზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ექვთიმე ხელაძის სტამბაში იბეჭდებოდა სამართლის წიგნი „სამსჯავრო წესდებანი 20 ნოემბრის 1864 წლისა“ ქართულ ენაზე, თარგმნილი ნიკოლოზ სიმონის ძე გამრეკელოვის მიერ.